Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა სარგებლობა მოაქვთ ევროპელ სტუმრებს – მეღვინე ატენიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრებმა სოსო ვანიშვილმა, რომელმაც „შატო ატენი“ დააფუძნა, საქმიანობა ღვინის მარნით დაიწყო. შემდეგ საოჯახო რესტორანი მოაწყო და კოტეჯები ააშენა, სადაც ევროპელ ტურისტებს სრულფასოვნად უმასპინძლებს.

სოსო ვანიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპელი ტურისტები, ღვინის ხარისხში საკმაოდ კარგად ერკვევიან და ამაყობს, რომ მისი ღვინო ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს სტუმრებში.

„საკმაოდ ჩამჭრელ კითხვებს სვამენ, ისე ძრფესვიანად აინტერესებთ ყოველი დეტალი. სიამოვნებაც არის ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც იკარგად სცნობს ღვინოს. საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვქონდა ცუდი პაუზა და ვერ განვვითარდით. ევროპელმა მეღვინეებმა და ევროპულმა ქვეყნებმა ამ მხრივ გვაჯობეს. თუმცა საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელია პატარა მეღვინეობები აქტიურად ვმუშაობთ. მარნები გადიან ექსპორტზე. სასიამოვნო გაოცებას იწვევს ახალი გემოები.“-ამბობს სოსო ვანიშვილი.



გარდა ღვინის წარმოებისა, მისი ოჯახი აქტიურად მუშაობს იმ სივრცის მოსაწყობად, სადაც სტუმრებს ხშირად მასპინძლობენ.

„გვაქვს ადგილი, რომლის მოწყობაც გასულ წელს დავიწყეთ. ეს იყო ყოფილი „ვეტ-აფთიაქის“ ტერიტორია, სადაც გაუვალი ეკალ-ბარდები და ნაგავი იყო. ჩვენ ეს სივრცე გავწმინდეთ და ავაშენეთ კოტეჯები. კოტეჯები გათვლილია იმ სტუმრებზე, ვინც მოდის ჩვენს მარანში. აგრეთვე გვაქვს მცირე ტიპის საოჯახო რესტორანი. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ლატვიის მოქალაქეა, ვცდილობდით ყველა დეტალი გემოვნებით შეგვერჩია, რომ ჩვენი სივრცე ლამაზი გამოსულიყო. მოკლედ, ჩვენს სტუმრებს აქედან წასვლა აღარ უნდათ ხოლმე.“- გვიყვება მეღვინე სოსო ვანიშვილი.




ადგილობრივი რესურსის ათვისება და მცირე ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რასაც კარგად იაზრებენ ატენელი მეღვინეები. სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ მათი საქმიანობა ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„რაც მეტი სტუმარი გვყავს, რა თქმა უნდა მეტი სარგებელია. მეტი შემოსავალი ჩენთვის, მეტი შემოსავალია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენ ვასაქმებთ. აგრეთვე შემოსავალიანია მათთვის, ვისგანაც ჩენ პროდუქციას ვყიდულობთ. მაგალითად რძის პროდუქტებს ძირითადად მეზობლებისგან ვყიდულობთ. ხილსაც სამეზბლოში ვყიდულობთ. ბოსტნეულს გორში-აგრარულ ბაზარში. ევროპელები დაბადებიდან, ბავშვობიდან ისეთ გარემოში გაიზარდნენ, რომ აქვთ ცოდნა, ცნობა იციან რა სურთ და ამიტომაც ვიძახი, რომ ისინი საკმაოდ დიდ ყურადღებას ანიჭებენ ხარისხს.“- ამბობს სოსო ვანიშვილი და აღნიშნავს, რომ ატენი ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინის ზონაა საქართველოში.

„ვართ ერთადერთი ქართლში, რომელიც აწარმოებს ცქრიალა ღვინოს. ერთადერთი მეღვინე ვარ ჯერჯერობით. ფაქტობრივად ცქრიალა ღვინის წარმოება მე აღვადგინე. 30 წელი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა ცქრიალა ატენური და შევქმენი „ელისაბედი“. გურული მწვანე, ჩინური და თავკვერი ერთად.“- ამბობს სოსო ვანიშვილი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.