Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
"ვიღაცამ ერთმანეთს გადაგვკიდა ჩვენ და ოსები და ეს ვიღაცა არ არის რუსეთი?!'' - მინდია გოდერძიშვილი ეხმაურება ივანიშვილის განცხადებას
გორში მცხოვრები მინდია გოდერძიშვილი ,,ქართული ოცნების'' ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ეს იყო მმართველი პარტიის ,,საარჩევნო პროგრამა''.

მინდია გოდერძიშვილი ამჟამად ,,ახლების'' შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელია. მისი ოჯახი ლევან რაზიკაშვილის (ვაჟა ფშაველას შვილის) შთამომავლობას მიეკუთვნება და გორის პოლიტიკურ ცხოვრებაში წლებია აქტიურადაა ჩართული.

,,განგებ არაფერი დავწერე მაშინვე, რაც ივანიშვილის "საარჩევნო პროგრამა" მოვისმინე....ვაცალე ჩემს თავს, რომ პირველადი, მკვეთრად უარყოფითი ემოცია ჩამცხრალიყო და მაქსიმალურად მიუკერძოებლად ამეწონ-დამეწონა .....

ივანიშვილის პირდაპირი მესიჯები შემდეგია:

1. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც მას ხელისუფლების ვერტიკალი კარნახობს....

2. "ვიღაცამ" ერთმანეთს გადაგვკიდა ჩვენ და ოსები და ეს ვიღაცა არ არის რუსეთი....ანუ რუსეთი არაფერ შუაში არ არის ჩვენს თავს დატეხილი უთვალავი უბედურების გამო....

3. ყველაზე მთავარი სიშლეგე - თურმე ბოდიში უნდა მოვიხადოთ საძირკვლიანად ამოთხრილი და გადასწორებული ქართველთა საცხოვრისების გამო, კრებითი ანწუხელიძის გამო, გაუპატიურებული და გაფატრული ორსული ქალების გამო, დედების წინ ყელგამოჭრილი ბავშვების გამო.....

რისი გულისთვის ამხანაგო ბიძინა....რას იღებ სამაგიეროს ამ ქვეყნის ამიძირკვისათვის......?

აღარაფერს ვამბობ რაფალიანცის სატანურ საარჩევნო ფოკუსზე, დახოცილ ფეესბეს კოშმარებზე სპეცმეომარი თათუხაშვილის და ცერცვაძის თაოსნობით, აფეთქებულ საყდრისზე, ჩარეცხილ გელათზე და უამრავ ფულზე, რომელსაც ყველა მეთოდით შოულობ.... აღარც იმათზე ვამბობ - ყოფილ ნაციონალებზე წესით დიდი ხნის წინ ვინც უნდა დაგესაჯა, მაგრამ ნაცვლად ამისა როსნეფტის ძუძუს აწოვებ, არც ნაციონალების წვრილფეხა "შნირებზე ", რომლებიც " ხურდაში მოგივიდნენ და დღეს ტრაკში შემომძვრალებს ათასობით დოლარის ღირებულების "ბასანოშკებიღა" უჩანთ.....

არც იმ საწყალ ადამიანებზე ,ვის ჰალალ ნდობასაც ყოველთვის ჰყიდი.....აღარც იმაზე ვამბობ არაფერს, რომ რასაც შეეხე, ყველაფერი გაანაცრისფერე და წაბილწე - განათლებიდან დაწყებული სპორტული საერთო სახალხო სიხარულით დამთავრებული.....

სწორედ ამ სიხარულის ერთ-ერთ მიზეზს, ჩემს თანაქალაქელს და ერთ დროს, ბავშვობისას ცხინვალში ტყვედ გატაცებულ გენო პეტრიაშვილს და მისი სახით ყველა სპორტსმენს, დღეს ბიძინას გვერდით მდგომს მინდა მივმართო - ძმაო გენო, მზად ხარ ამ პასუხისმგებლობისათვის? მზად ხარ იმის სათქმელად,რომ ჩვენ დავიწყეთ ომი.....და ბოდიში უნდა მოუხადო იმათ, ვინც ბავშვობისას მოგიტაცა? ..... გიღირს.......?'' - ციტატის დასასრული.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.