Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
პროკურორი: ,,გორში ვალის ამოღების მიზნით მანქანა გაიტაცეს, ხოლო ეკლესიისთვის შეწირული თანხა დაშინებით ამოიღეს''
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ირინა ჩოჩიას ცნობით,
გორში ფინანსურ დავებში ,,ქურდული სამყაროს'' წევრები იყვნენ
ჩართულნი.
სამი ფაქტიდან ერთი ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მანქანის გატაცებას უკავშირდება, ხოლო ერთი - ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღებას.
პირველ ეპიზოდში 5 ადამიანი იყო ჩართული, დანარჩენში ამ ხუთიდან ორი-ორი. ყველა მათგანს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა მუხლით. ნაწილს ქურდული სამყაროს წევრობაში, ნაწილს კი - ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობაში
პროკურორის განცხადებით, ორ ეპიზოდს საზღვარგარეთ მყოფი კანონირი ქურდი ხელმძღვანელობდა.
მანქანის გატაცება:
პროკურორი - ,,2021 წლის 11 აპრილს, ქურდული სამყაროს წევრებმა ე.წ. "კანონიერ ქურდისგან" მიიღეს დავალება, რომ გორის რაიონის სოფელ ს-ში მცხოვრები მოქალაქისგან ძალადობის გამოყენების მუქარით, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავიანთთვისა და კანონიერი ქურდისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნდა წაერთმიათ ავტომანქანა. კანონიერი ქურდისგან მიღებული დავალება იმავე დღეს მოვიდა სისრულეში, კერძოდ, ორმა პირმა სოფელ ს-ში, ძალადობის გამოყენებისა და იარაღის მუქარით, მოქალაქეს გასტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა – „ჰიუნდაი ტუქსონი“, სახელმწიფო ნომრით – ... და გეგმის მიხედვით, გატაცებული ავტომანქანა დამალეს სხვა სოფელში. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა, დაუბრუნეს მესაკუთრეს იმ პირობით, რომ იგი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად, ასევე ქურდული სამყაროს წევრებისა და კანონიერი ქურდის სარგებლის მიღების მიზნით, გადაიხდიდა 5 000 ლარს.''
აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ორ პირს 8 და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სამ პირს - 3-3 წლით პატიმრობა.
ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღება
პროკურორის ცნობით, ორ მოქალაქეს შორის დავა არსებობდა ფინანსურ საკითხში. კერძოდ, ერთ-ერთ მათგანს მეორის მიმართ ჰქონდა ვალი 1000 დოლარის ოდენობით. ვალის გამცემი აცხადებდა, რომ როცა თანხას დაიბრუნებდა, ეკლესიას შესწირავდა. მოგვიანებით, საქმეში ჩაერთო მშენებარე ეკლესიის წინამძღვარი. პროკურორის განცხადებით, სასულიერო პირმა თანხის ამოღების მიზნით, მიმართა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულს პირს.
პროკურორი: ,,2021 წლის აპრილში, ბრალდებულები ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, გ-ს რაიონის სოფელ ს-ში, შეხვდნენ მოვალეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, განიხილეს არსებული დავა და მოვალეს დააკისრეს 1000 აშშ დოლარის გადახდა. 2021 წლის 24 აპრილს, მოვალემ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება და ბრალდებულს გადასცა 1000 აშშ დოლარი, საიდანაც 200 აშშ დოლარი გაინაწილეს ბრალდებულებმა, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცეს სასულიერო პირს.''
სასამართლო პროცესზე დაიკითხა სასულიერო პირი: ,,სასულიერო პირის ჩვენებით დადგენილია, რომ 15 წელზე მეტია, რაც იცნობს ბრალდებულს. იგი მათთან, მონასტერში ხშირად დადის. ვინაიდან, თავად გორისგან შორს მსახურობს, 2021 წლის აპრილში სთხოვა ეკლესიის მშენებლობისთვის შეწირული თანხის – 1000 აშშ დოლარის აღება. დაახლოებით ერთ თვეში, ბრალდებულმა აღებული თანხა – 1000 აშშ დოლარი სრულად მიუტანა და გადასცა მას, რაც შემდეგ, თავის მხრივ, სრულად ეკლესიის მშენებლობას მოხმარდა.''
მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი ამტკიცებდა, რომ თანხის ამოღება ქურდული გარჩევის შედეგად მოხდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები გამართლდნენ, რადგან მოწმეებმა განაცხადეს, რომ თანხის ამოღებაში ძალადობა, მუქარა, დაშინება ან კანონიერი ქურდის კვალი არ არსებობდა.
ვალის ამოღება სასაფლაოზე
კიდევ ერთი ეპიზოდი, რაზეც ყურადღება გაამახვილა პროკურორმა, ეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-ის სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს.
პროკურორი: ,,ქურდული გარჩევის შედეგად, ბრალდებულებმა მოვალეს დააკისრეს 2000 ლარის გადახდა. 2021 წლის 12 აპრილს მოვალე სოფელ ზ-ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვალე შეხვდა ბრალდებულს, რა დროსაც გადასცა მისთვის ქურდული გარჩევის შედეგად დაკისრებული თანხიდან 1500 ლარი. ბრალდებულმა გადახდილი თანხიდან 800 ლარი, მევალეს გადაურიცხა, ხოლო დარჩენილი 700 ლარი განაწილდა ქურდული სამყაროს წევრებს შორის.''

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |