Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში რუსეთიდან ზეთის შემოტანას აგვიანებენ
გორის მუნიციპალიტეტის 68 სკოლამდელ დაწესებულებაში ზეთის მარაგი ამოიწურა. საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო და უკვე 19 სექტემბრის მდგომარეობით მარაგი ამოიწურა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კვების მთავარმა სპეციალისტმა ზოია ოქროპირიძემ 9 სექტემბერს კომპანიას გაუგზავნა მოთხოვნა, რომ ბაღებში ზეთის შეტანა დაეწყო, თუმცა, 18 სეტექმბერს ზოია ოქროპირიძე ატყობინებს დირექტორს, რომ ზეთი არაა შეტანილი ბაღებში.

რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა უზრუნველეყო. მან ტენდერში ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში გაიმარჯვა. საბავშვო ბაღები, ერთი თვის განმავლობაში, რუსული წარმოების 2000 ცალი ბოთლი ზეთით უნდა მომარაგებულიყო.



სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ზეთით მომარაგება 2024 წლის 12 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, 2024 წლის 16 სექტემბერს დაწყებული სასწავლო პროცესის გამო, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ამოიწურა ზეთის მარაგი. 2024 წლის 19 სექტემბერს შპს ,,პრემიუმ ხარისხთან" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.

ამჯერად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც პარალელურად წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და შეხვედრებზე დადის, 1000 ცალი ბოთლი ზეთის ყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება და რომელი ქვეყნიდან შემოტანილ ზეთს შეიტანენ ბაღებში ბავშვებისთვის.

როგორ გაიმარჯვა ,,პრემიუმ ხარისხმა'' ტენდერში? შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ტენდერში მონაწილეობდა 4 კომპანია. ყველაზე დაბალი ფასი მიუთითა ,,პრემიუმ ხარისხმა''. კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.