Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,შშმ პირი ოთახში ორი თვე ჰყავდათ გამოკეტილი'' - პროკურორი
6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელსაც, პროკურორის განცხადებით, გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი.

მიუხედავად პროკურორის განცხადებისა, ბრალდებული გამართლდა თავისუფლების უკანონი აღკვეთის ნაწილში, თუმცა 6 წელი, არადაამიაური მოპყრობის გამო, მიესაჯა.

ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. სასამართლო განხილვები დასრულდა. გადაწყვეტილება საბოლოოა.

პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

,,2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას.'' - აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ითხოვდა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას, მან გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კერძოდ ითხოვდა იმ მუხლით გასამართლებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ ჩათვალა ქმედება ,,თავისუფლების აღკვეთად''. სასამართლომ განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო მიიღო, ხოლო ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

აწ უკვე მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მის სრულ გამართლებას ითხოვდა. ან, უკიდურეს შემთხვევაში, განაჩენის შეცვლას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობითად ჩათვლას.

ფოტოზე: პროკურორი ოთარ დოხნაძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.