Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის პოლიციას 1 ლარი დააკისრეს მორალური ზიანისთვის - ნაცემმა მოქალაქემ პოლიციელებს უჩივლა
სასამართლომ დაადგინა, რომ გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.

ცემის ფაქტი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

პოლიციელებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ მოქალაქეს სახეზე დაზიანებები ან თვითნებურად გამოესახა, ან კიდევ დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული გაურკვეველ დროსა და ვითარებაში.

სასამართლომ არ გაიზიარა მათი ახსნა-განმარტება, რადგან, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებულ პირს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, რადგან იზოლატორში შესახლებამდე პირი სამედიცინო შემოწმებას გადის.

სასამართლო სხდომაზე კი პირს დაზიანებები აღენიშნებოდა.

სასამართლო სხდომაზე მოქალაქე წარადგინეს, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. შესაბამისი სახდელის დაკისრების და გათავისუფლების შემდეგ, მოქალაქემ ექსპერტიზა ჩაიტარა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დადგინდა, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მიყენებული ბლაგვი საგნით.

ამის შემდეგ მოქალაქემ მიმართა სასამართლოს ზიანის ასანაზღაურებლად. მან პოლიციას მორალური ზიანის სახით 1 ლარი მოსთხოვა, ხოლო მატერიალური სახით - 100 ლარის ოდენობით.

სასამართლომ პოლიციას დააკისრა ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 1 ლარი - მორალურ ნაწილში.

სასამართლოს განმარტებით, არამართებულია შენიშვნა, იმის თაობაზე, რომ თითქოს მოსარჩელეს სასამართლოში გამოესახა სახეზე დაზიანებები.

,,მოცემულ შემთხვევაში და მითითებულ პერიოდში გ. ც-ეს პოლიციელები უწევდნენ ბადრაგირებას და ზედამხედველობას და მას მათი მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობის და მათ მიერ მიცემული განმარტების შეფასებით. როდესაც პოლიციის მიერ დაკავებისას პირი ჯანმრთელია, ხოლო განთავისუფლებისას მას აღმოაჩნდება დაზიანებები, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული; უფრო მეტიც, როდესაც სადავო შემთხვევები მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, ჩნდება ძლიერი ეჭვები ამ პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. გ. ც-ეის დაკავების მომენტიდან სასამართლოში წარდგენამდე მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ შემთხვევაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში შსს დროებითი მოთავსების იზოლატორს, ვინაიდან მათ კანონით დადგენილი წესით ეკისრებათ დაკავებული პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულება; სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების ვალდებულებაც.'' - აღნიშნავს მოსამართლე.

რა მოხდა?

გორის ერთ-ერთ სოფელში, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (ასკ-ის 173-ე მუხლი) ორი პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციის შენობაში, გ. ც-ემ უარი განაცხადა მისაღებიდან სხვა ოთახში გადასვლაზე, ვინაიდან, მისაღებში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რაზედაც პოლიციელები გაბრაზდნენ და ერთ-ერთმა - ს. ჟამერაშვილმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პირველ სართულზე მდებარე სხვა ოთახში.

ოთახში შესვლისთანავე, პოლიციელმა ჟამერაშვილმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაახრევინა თავი და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. ამ დროს ოთახში შემოვიდა პოლიციელი - საათაშვილი რომელმაც მოსარჩელის განმარტებით, დაუწყო ცემა.

მისივე განმარტებით, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას, ჰკითხეს, თუ სად მიიღო დაზიანებები, თუმცა მან ამ კითხვას პასუხი არ გასცა. იმ დროისათვის მას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალზე სისხლჩაქცევა, ტუჩის შიდა ნაწილი ჰქონდა გახეთქილი და მარჯვენა ფეხის ცერა თითი ჰქონდა შესივებული.

მეორე დღეს, დილის საათებში, იგი გადაიყვანეს გორის რაიონულ სასამართლოში.

სასამართლოს დასრულების შემდეგ მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს და ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მას მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული დაზიანებები დროში არ ეწინააღმდეგება მისი, პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.

მოსარჩელემ მიმართა ასევე პროკურატურას და მოითხოვა დაწყებულიყო გამოძიება გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ, ჩადენილი უკანონო ქმედების ფაქტზე. განცხადების საფუძველზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №083060317802 საქმეზე, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ გ. ც-ეის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლით.

სასამართლოს ცნობით, პროკურატურაში საქმეზე კვლავ გრძელდება გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.