Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,რა მოხდა რუქნადინსა და თამარს შორის'' - ახალი ცნობები გორის უნივერსიტეტის კრებულში
2022 წელს, გორის უნივერსიტეტის ნაშრომთა კრებულში, გამოქვეყნებულია
მასალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა რუქნადინსა და თამარს შორის.
კრებული გორის უნივერსიტეტის აწ გარდაცვლილი პროფესორის 60 წლის
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა. იმ პერიოდში უნივერსიტეტს
ამჟამინდელი პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.
კრებულის რედაქტორი კი ოთარ ჯანელიძეა.
კრებულში გამოქვეყნებულია სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევა სათაურით ,,თამარის პერიოდი ისლამურ წყაროებში''. ნაშრომი მხოლოდ თურქულ ენაზეა წარმოდგენილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ნაშრომის შესახებ, მხოლოდ მოკლე ანოტაციით შემოიფარგლა. რეალურად რა წერია ნაშრომში, ამის გაცნობა თურქული ენის არმცოდნეებისთვის მხოლოდ გორის უნივერსიტეტის შედგენილი ანოტაციითა შესაძლებელი.
სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორს კრებულში მოტანილი აქვს იბნ-ბიბის ცნობა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, რაზედაც ყილიჩ არსლანმა უარი განაცხადა.
ბასიანის ბრძოლის წინ მომხდარ ფაქტზე საქართველოს ისტორიის წიგნებში აღნიშნულია, რომ რუქნადინის ელჩმა ასევე გადმოსცა ზეპირი შემდგომი სიტყვა: რუქნ ად-დინი თამარს ცოლად შეირთავდა, თუ იგი ისლამს მიიღებდა, თორემ ის თავისი ხარჭი გახდებოდა. ზაქარია II მხარგრძელმა ელჩს დაარტყა და უთხრა: „ელჩი რომ არ იყო, ჯერ ენას გამოგჭრიდი და შემდეგ თავს“ და მიუთითა ქართველების მიერ რუქნ ად-დინის ღვთაებრივი განკითხვის მოლოდინზე.
სტატიის ავტორიც, სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორიც აღნიშნავს, რომ ქართულ წყაროებსა და სხვა წყაროებში მსგავსი ცნობა არ დასტურდება. ,,ამდენად, ზემოაღნიშნული ცნობის სინამდვილე ეჭვს იწვევს.'' - წერია გორის უნივერსიტეტის ანოტაციაში.
რაც შეეხება ნაშრომის სხვა ეპიზოდებს, სტატიის შესავალ ნაწილში მოკლედ არის მიმოხილული თამარის ტახტზე ასვლის ისტორია. აქვე, ავტორი ეხება თამარის საკადრო პოლიტიკასა და მის წინააღმდეგ გამოსული ოპოზიციური ჯგუფის და თამარისა და ყივჩაღთა ურთიერთობების საკითხებს. სტატიაში მითითებულია, რომ თამარის წარმატებულმა კავკასიურმა პოლიტიკამ საქართველო და შირვანის საამირო ერთმანეთს პოლიტიკურად დაუკავშირა. სწორედ, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩნდება თამარის მეფობის პერიოდის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები ისლამურ წყაროებში.
სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული ერაყის სელჩუკთა უკანასკნელი სულთნის თოღრულ მეორის კარზე ხელისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში თამარის როლის, ქართველთა და სელჩუკთა გაერთიანებული ჯარით განჯის აღების და შემდეგ მომხდარი მოვლენების შესახებ. სტატიაში ვრცლად არის აღწერილი თამარის და ანატოლიის სელჩუკთა ურთიერთობები. ავტორი მიუთითებს თამარის გამარჯვებებზე მის მეზობელ თურქმანულ ტომებზე, რამაც, საბოლოოდ, გაამეზობლა საქართველო და ანატოლიის სელჩუკთა სახელმწიფო. სტატიაში მოყვანილია ბასიანის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების შესახებ მოთხრობილი ეპიზოდი, რომელიც დაცულია მუსლიმი მემატიანის აქსარაის ნაშრომში.
სტატიის შემდეგი მონაკვეთი ეხება თამარის პოლიტიკას აღმოსავლეთი ანატოლიისადმი. ავტორის თქმით, ეს მომენტი კარგად არის აღწერილი ისლამურ წყაროებში. ავტორი, მიუთითებს, ასევე, ტრაპიზონის სამეფოს დაარსებასა და თამარის როლზე ამ საქმეში. მისივე თქმით, მართალია, მუსლიმი მემატიანეები ტრაპიზონის სამეფოს დაარსებაზე საუბრობენ, მაგრამ ამ საქმეში თამარის როლზე არაფერს ამბობენ. სტატიის ავტორისავე თქმით, ისლამურ წყაროებში ვრცელი ცნობებია დაცული ქართველთა ლაშქრობის შესახებ ხლათის, ყარსის და ერჭიშის მიმართულებით. ავტორის დასკვნით, მუსლიმი მემატიანეები უშუალოდ არ აღწერენ თამარის მეფობის პერიოდს, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მუსლიმთა უსაფრთხოებას ან მათივე აზრით მნიშვნელოვან მოვლენებს, მაშინვე უთითებენ საკუთარ მატიანეებში.
სტატიაში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ თამარი იყო პირველი ქართველი მეფე, რომელიც, როგორც მხარე, ჩაერია ერაყის სელჩუკთა დინასტიურ დავაში. სწორედ აქედან გამომომდინარე, მან პირველად მიიქცია მუსლიმ მემატიანეთა ყურადღება. შემდეგი იყო თამარის დაპირისპირება რუქნდდინთან, რაც აისახა კიდევაც ისლამურ წყაროებში. ასევე, მუსლიმ მემატიანეთა ინტერესების სფეროში შევიდა თამარის მიერ კავკასიის და აღმოსავლეთი ანატოლიისკენ მიმავალი გზების ხელში ჩაგდების საკითხი, რომელთაც იყენებდნენ თურქები ანატოლიაში შემოსვლა-დამკვიდრებისთვის. მუსლიმ მემატიანეებს არ გამორჩენიათ ქართველთა სამხედრო ლაშქრობები აღმოსავლეთი ანატოლიის მიმართულებით, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. მათივე აზრით, ქართველთა ასეთი მოქმედების შედეგად გაწყდა კავშირი ანატოლიის თურქებსა და კასპიისპირეთის თურქმანულ ტომებს შორის.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |