Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ქვრივიშვილმა დაგვიქირავა'' - მუშები აცხადებენ, რომ სოფელ თელიანში მერიის სკვერისთვის ისინი,,ოცნების'' კანდიდატის ძმამ დაიქირავა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში სკვერის რეაბილიტაციისთვის მუშები ,,ქართული ოცნების'' პარტიული სიის მე-12 ნომბრის, მარიამ ქვრივიშვილის ძმამ დაიქირავა.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' ობიექტზე მომუშავე ორივე მუშამ განუცხადა. მათი თქმით, ისინი კონკრეტულად გიორგი ქვრივიშვილმა დაიქირავა.

,,ჩვენ არა ვართ კომპანიის წარმომადგენლები. აქ ცხოვრობს გიორგი ქვრივიშვილი. იმან დაგვიქირავა. უნდა დავაყენოთ ლამპიონები და გავაკეთოთ ბორდიურები'' - გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.



რა პროცესში ჩაერთო გიორგი ქვრივიშვილი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არა აქვს მეორე მუშას, თუმცა ამბობს, რომ ისიც გიორგი ქვრივიშვილის დავალებით მუშაობს.

გიორგი ქვრივიშვილი დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის ძმაა. მარიამ ქვრივიშვილი ამჟამად ,,ქართული ოცნების'' სიის მე-12 ნომერია.

კასპის მერის წარმომადგენლის ასისტენტი მარეხ ვათიაშვილი ამბობს, რომ სოფელში ქვრივიშვილების დავალებით არაფერი კეთდება:



,,მე როგორც ვიცი, ამას აკეთებს მერია. რა გიორგი? საიდან მოიყვანეთ გიორგი ქვრივიშვილი?'' - გვითხრა მარეხ ვათიაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, რატომ აცხადებენ მუშები, რომ ისინი გიორგი ქვრივიშვილის დავალებით მუშაობენ? ამის შემდეგ მარეხ ვათიაშვილი ტელეფონი მერიის წარმომადგენელს ვაჟა ჭაღიაშვილს დაუკავშირდა.

ვაჟა ჭაღიაშვილმა სპეციალისტს ტელეფონზე დაუდასტურა, რომ სამუშაოებს კასპის მერია ახორციელებს.

მუშებს პროექტის წარდგენა ვთხოვეთ, თუ რის საფუძველზე ახორიელებენ რესტავრაციას. პროექტი მათ არ აღმოაჩნდათ. მათ გვითხრეს, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია დამკვეთს აქვს.



მარიამ ქვრივიშვილი იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020-2021 წლებში. არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. სიის წარდგენამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ,,ქართულმა ოცნებამ'' მე-12 ნომრად წარადგინა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.