Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როდის ექნება შუქი 10 წლის ბავშვს? - რას ამბობენ ხაშურის მერიაში
ხაშურში, ყოფილი პოლიციის შენობაში მცხოვრები დედა-შვილი კვლავ უშუქოდ ცხოვრობს. მათ დენი მხოლოდ იმ დროს მოეწოდებათ, როდესაც გარეგანათება ჩაირთვება.

ამ პირობებში ოჯახი 14 წელია ცხოვრობს. ბავშვი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, 10 წლისაა და მეხუთე კლასშია. ის ყოველდღიურად შუქზე ოცნებობს.

მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ დეტალები არ იცის. ის მერის მოადგილეობამდე წლების განმავლობაში განათლებისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო. ზვიად გოგუაძის განმარტებით, ბავშვის პირობების შესახებ, არც სკოლიდან მიუღია ინფორმაცია. მის ბიოგრაფიაში წერია, რომ არის ხაშურის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისიის წევრი.

,,რაზე მელაპარაკებით, არ ვიცი. რომელი სკოლის მოსწავლეა, ესეც არ ვიცი.'' - გვითხრა ზვიად გოგუაძემ. იგი გვპირდება, რომ ყველანაირ ინფორმაციას მოიძიებს. მას კვლავ ორი დღის შემდეგ დავუკავშირდებით.

პრობლემის შესახებ ,,ქართლის ამბებმა'' იმ დროს შეიტყო, როდესაც ,,ქართული ოცნების'' დელეგატი ზაალ დუგლაძე და ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი შეხვედრას ლომოურის ქუჩაზე 12 ოქტრომბერს ატარებდა. შეხვედრაზე მისული ახალგაზრდა ქალი ითხოვდა შუქს.



ჩვენ მისი პრობლემით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ დედა-შვილი მართლაც უშუქოდ ცხოვრობს. თანაც ეს წლების განმავლობაში გრძელდება.

დღეს ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საკრებულოს წევრს, რომელიც ქალაქ ხაშურშია არჩეული. როგორც საკრებულოს წევრმა გვითხრა, ორი დღის წინ, საკითხი დეპუტატთან და მერთან ერთად შეისწავლეს:

,,მიდის მუშაობა იმაზე, რომ დედა-შვილი ქირით გავიყვანოთ სადმე. როდის დასრულდება პროცესი, ვერ გეტყვით. დამირეკეთ ნებისმიერ დროს'' - გვითხრა საკრებულოს წევრმა.

ფოტოზე: მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.