Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,გორობაზე'' ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამოსვლის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე აღარ იძებნება
,,გორობაზე'' ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამოსვლის
ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე აღარ იძებნება.
თუმცა ისინი იმ საჩივრები მოხვდა, რომელიც გორის საოლქო კომისიაში დღეს 17 ოქტომბერს შეიტანეს. საიას საჩივრის მიხედვით, ფოტოები გორის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, მერიამ მსგავსი ფაქტი უარყო.
შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული გვქონდა, რომ მერიამ ფოტოები ოფიციალურ გვერდიდან წაშალა. თუმცა, ეს ინფორმაცია მერიასთან გადამოწმებული არ გვქონდა.
მიუხედავად ამისა, სიტყვით გამოსვლის ფოტოები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შენახული აქვთ. ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის წევრები არიან. ,,გორობა'' 13 ოქტომბერს გაიმართა, რა დროსაც მოქმედებდა საარჩევო კოდექსით განსაზღვრული წესები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორის საოლქო კომისიაში წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც, მათი მოსაზრებით, დაირღვა საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი:
,,ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მყოფმა ორმა პირმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა. მათ სიტყვით მიმართეს მოქალაქეებს, როგორც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებმა. ამასთან, გორის მერიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ნათლად ჩანს მმართველი პარტიის სიმბოლიკაც'' - წერია საჩივარში.
საიას მოთხოვნით, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვით: აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.
აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმაც. მათ საჩივარი დამატებულია კიდევ ერთი მუხლი: 48-ე მუხლის ,,ა'' და ,,ბ'' პუნქტები:
,,წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;'' - წერია საარჩევნო კოდექსში.
საჩივრებს გორის საოლქო კომისია განიხილავს.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |