Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
უხამსი ლექსიკის გამოყენების გამო ტვ ,,სეზონი'' გააფრთხილეს
კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოზოლ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო ლექსიკას როგორც წამყვანის, ისე მიწვეული სტუმრის მიერ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას წარმოადგენს, შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 18:00-დან 23:00 საათამდე ეთერში არასრულწლოვანისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 21:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.

საგულისხმოა ისიც, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, მაუწყებელი ვალდებული იყო გაეტარებინა ისეთი გონივრული ღონისძიებები, როგორებიცაა პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის მიერ სტუმრისთვის შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ხელშეშლა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანმა არათუ შეაჩერა სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ComCom-მა მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულად მაუწყებელს ეკისრება.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.