Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სასამართლომ ,,ფოსტას'' მოქალაქის სასარგებლოდ 8900 ლარის გადახდა დააკისრა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის გზაზე საქართველოს ფოსტის მანქანას ავარია შეემთხვა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულმა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, მეჯვრისხევის პოლიციამ ,,ფოსტის'' თანამშრომელი 250 ლარით დააჯარიმა.

გორის ფოსტაში გვითხრეს, რომ ამჟამად ის ადამიანი, რომელსაც ავარია შეემთხვა, აღარ მუშაობს.

მიუხედავად დაჯარიმებისა, როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეს ზიანი არ აუნაზღარეს. მან თბილისის სასამართლოს მიმართა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წელს დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ფოსტას 8900 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

3 წლის განმავლობაში კომპანია უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეს მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაურდეს.

,,მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ს.ფ-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ დადგებოდა. ასევე, დადგენილია, რომ კომპანიის მძღოლი ცნობილ იქნა დამრღვევ პირად სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. ამასთან, უდავოა რომ ამ უკანასკნელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოქალაქის ქმედებამ, რადგან, მისი მტკიცებით, მოქალაქის სისხლში აღმოჩნდა მარიხუანის კვალი. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ალკოტესტის შემოწმების დროს, დადგინა, რომ მოქალაქე ფხიზელ მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება სისხლში მარიხუანის კვალს, სასამართლომ განმარტა;

,,სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ს.ფ-ის მითითება, რომ შემოწმებისას მოქალაქის სისხლში აღმოჩენილი მარიხუანის კვალი, ქმნის საფუძვლიან და გონივრულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა, ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელი. არც სისხლის სამართლოს საქმის მასალებით და არც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოქალაქე სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არაფხიზელი იყო.'' - განაცხადა მოსამართლემ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.