Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ გაჩნდა ,,ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება''
,,ნოდარ მელაძის შაბათის'' ეთერში, რომელიც დღეს ტვ პირველზე გადაიცა, აღნიშნული იყო, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირებულნი ჰყავდათ მამაკაცები, მათ შორის, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი.

ეს დამკვირვებლები, გადაცემის მიხედვით, მუშაობდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

გადაცემის წამყვანმა საზოგადოებას აცნობა, რომ მეწარმე ქალთა გაერთიანება ხაშურში, სოფელ სავანისუბანშია რეგისტრირებული. ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ნანა შარაშიძე.

ნანა შარაშიძე ,,ტვ პირველის'' გადამღებ ჯგუფს აგრესიულად დახვდა, მიუქსია ძაღლები და ესროლა შეშის ნაჭერი.

,,ქართლის ამბებმა'' მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ დაფუძნდა ეს ორგანიზაცია.

,,ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება'' დაფუძნდა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ლიპარტელიანის ინიციატივით. ამის შესახებ ნინო ლიპარტელიანმა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში ფეისბუქზე გამოაქვეყნა:

,,საკრებულოში მოსვლის დღიდან გულით მინდოდა ქალთა მეწარმეობის განვითარების საქმეში ჩემი მოკრძალებული კენჭი დამედო და დღეს ჩემი ოცნება ახდა-დაფუძნდა ა(ა)იპ "ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება". რომ იცოდეთ როგორი ქალბატონები გაერთიანდნენ, სიამაყით აღივსებოდით, ეს მარტო მარჯვე ხელები არაა, ესაა ოქროს ხელები... გენაცვალეთ თქვენ, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვდგავარ...'' - წერდა 2023 წლის 6 აპრილს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე.



ამავე საკრებულოს წევრი მაკა დიდებულიძე, ისიც ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერი, იმავე პერიოდში, როდესაც ქალ მეწარმეების გამოგენა მოეწყო, ფეისბუქზე წერდა:

,,მინდა გავიხსენო - ორიოდ წლის წინ, როცა ადგილობრივ თვითმართველობაში მოვედით, ქალბატონმა ნინო ლიპარტელიანმა მოიკითხა მეწარმე ქალები: რამდენი იყვნენ ქალაქში, რას საქმინობდნენ, და სამწუხაროდ- ძალიან ცოტა მათგანი იყო ცნობადი. ჩვენი ძალისხმევით აღმოვაჩინეთ, შემოვიკრიბეთ, გავიცანით, ერთმანეთთან დავმეგობრდით და ასე შეიქმნა ეს დიდი ოჯახი, რასაც ხაშურელ მეწარმე ქალთა გაერთიანება დავარქვით.'' - წერდა მაკა დიდებულიძე 2023 წელს.



ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე და ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების ხელმძღვანელი. ნინო ლიპარტელიანი ამ გადაცემაში იხსენებს, რომ ხაშურის მერიის გენდერულ საბჭოს სხდომაზე გაიცნო ნანა შარაშიძე, რომელმაც, მისი თქმით, შესჩივლა, რომ ვერ ახერხებდა მოსავლის აღებას:

,,მთელი გენდერული საბჭო ჩავედით ქალბატონ ნანასთან, მოვეხმარეთ ჟოლოს მოკრეფაში. შემდეგ გავაკეთეთ ჩათი - ,,მარჯვე ხელები'' - 29 მეწარმე ქალბატონი გაერთიანდა.'' - ამბობდა გადაცემაში ნინო ლიპარტელიანი.

ამავე გადაცემაში ნანა შარაშიძე იხსენებდა რომ ის ოთხი წლის წინ თბილისიდან გადავიდა ხაშურში საცხოვრებლად:

,,ეს არის 29 ქალბატონის გაერთიანება. ცალ-ცალკე ყველას თავისი ბიზნესი აქვს, მაგრამ გვაერთიანებს იდეა. ნელ-ნელა ისეთი ქალბატონები გვემატებიან და გვემატებიან, რაც დიდ პერსპექტივას უჩენს ჩვენს ორგანიზაციას. მე მაქვს კენკრის მეურნეობა. შემდეგ წავედით საოჯახო მეურნეობის კუთხით. ოჯახში რაც გვჭირდება, ყველაფერს ვაწარმოებთ. გვყავს ციცრები, საინტერესო ფრინველები არიან. აღებული აქვთ ყველაფერი ხმაურით და ჭიკჭიკით, მაგრამ ძალიან სასარგებლო ფრინველები არიან.'' - ამბობდა გადაცემაში ნანა შარაშიძე.

როგორ მოხვდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერი მამაკაცები ქალ მეწარმეთა გაერთიანების სახელით უბნებზე? ეს კითხვა ,,ნოდარ მელაძის შაბათის'' გადაცემაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უპასუხოდ დატოვა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.