Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,თუნდაც ბიულეტენის უკანა მხარეს დაეტოვებინა წრის კვალი'' - რას ამბობს მოსამართლე დავით პაპუაშვილი ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე
გორის სასამართლოს მოსამართლის დავით პაპუაშვილის შეფასებით, გორისა და კასპის ოლქებში ხმის ფარულობა დარღვეული არ ყოფილა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მან იმ საჩივრების განხილვის შემდეგ მიიღო, რომელიც რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სასამართლოში შეიტანა..

დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ის ფაქტი, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნები, კასპისა და გორის საოლქო გასაჩივრებულ საარჩევნო უბნებში, ჩატარდა ფარულობის პრინციპის დარღვევით, არ დასტურდება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას შესაბამისი გრაფის გაფერადება ტოვებს ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერდებული წრის კვალს, სპეციალური ჩარჩო კონვერტის გაოყენებით, მისი ზომისა და ბიულეტენის მონაცემების დაფარვის გათვალისწინებით, საარჩევნო ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას გამოირციხება იმის ზუსტად დადგენა, თუ კოკრეტულად, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ხოლო, მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი თვით ამომრჩეველი, თავისი გამიზნული ქმედებით, მის მიერ გაკეთებულ არჩევანს საჯაროს არ გახდის, ამ არჩევანის სხვა პირთათვის ცნობადობა შეუძლებელია.

დავით პაპუაშვილმა გაიზიარა ცესკოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ ამომრჩევლის მიერ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის სწორად მოთავსების, ხოლო შემდგომ ამომრჩებლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტით საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში სწორად მოთავსების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ხმის მიცემისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობის დარღვევა:

,,შეუძლებელი იყო, გამოჩენილიყო, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წერე გააფერადა ამომრჩეველმა; სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის დადგენილი წესით მოთავსების შემთხვევაში, სპეციალური ჩარჩო-კონვერტი მთლიანად ფარავდა საარჩევნო ბიულეტენებზე აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტების მონაცემებს. თუნდაც, შესაბამისი გრაფის გაფერადებას ბიულეტენის უკანა მხარეს დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირთათვის იმის აღქმადობა, თუ ვის სასარგებლოს გამოხატა ნება ამომრჩეველემა შეუძლებელი იყო.'' - აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.

იხ ამავე თემაზე

საია გორის ოლქში 95 უბნიდან 68 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

გორის ოლქის ათ უბანზე ბიულეტენების დისბალანსია - მათგან ცხრა უბანი სოფლად მდებარეობს

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.