Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ ადვოკატი პროკურატურის სასარგებლოდ მუშაობდა
პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ ადვოკატი პროკურატურის სასარგებლოდ მუშაობდა.

კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ შვილის სასარგებლო მტკიცებულებები მოეგროვებინა, ხელს უწყობდა პროკურორს მტკიცებულებების მოპოვებაში.

ამის გამო, პატიმრის მშობელმა გადახდილი 5000 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა. მან სარჩელში ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ადვოკატს დაელაპარაკა თანხის უკან დაბრუნებაზე და ხელშეკრულების შეწყვეტაზე, მუქარა მიიღო როგორც მან, ასევე მისი პატიმარი შვილის წინააღმდეგ.

გორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დედის სარჩელი. ადვოკატმა ნ.მ-ძემ მოსამართლეს წარუდგინა ის მასალები, რაც მისი აზრით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა.

კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, მან სააპელაციო სასამართლოსთვის მოამზადა სარჩელი; არაერთხელ შეხვდა პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში.

სასამართლო არ დაეთანხმა მშობლის მტკიცებას, თითქოს ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის გამო გადახდილი ჰონორარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

,,საადვოკატო საქმიანობა ადვოკატის, როგორც დამოუკიდებლად მოქმედი იურისტის, შემოსავლის წყაროა და მარწმუნებლის სახელით განხორციელებული ნებისმიერი მოქმედების სანაცვლოდ, ადვოკატმა უნდა მიიღოს შეთანხმებული ანაზღაურება. უფრო მეტიც, გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნების პირობებში, სახეზე იქნება თავად მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, რადგან დაიზოგება ის თანხები, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოსარჩელეს ექნებოდა სულ მცირე სააპელაციო საჩივრის შედგენისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.