Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მდგრადობის შესასწავლად მერიას მოსახლეობის გასახლებას ურჩევენ
გორში, სტალინის გამზირის დასაწყისში მდებარე კორპუსის მდგრადობის შესასწავლად, საჭიროა მოსახლეობის დროებით გასახლება.

ამის შესახებ გორის მერიას საპროექტო ორგანიზაცია ,,პროექტი 22''-ის წარმომადგენლებმა აცნობეს.

შპს ,,პროექტი 22''-ს დავალებული ჰქონდა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო პროექტის შედგენა. ამ პროექტში უნდა შესულიყო მდგრადობის საკითხიც.

სამუშაო პროცესში კომპანიის წარმომადგენელმა მარიამ კორინთელმა გორის მაშინდელ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობა, რომ შეუძლებელი იყო კორპუსის მდგრადობის შესწავლა მოსახლეობის დროებით გასახლების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხერხდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამის გამო, კომპანიამ მოითხოვა ხელშეკრულებიდან სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსთან დაკავშირებული პუნქტის ამოღება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს შეთანხმება მოხდა ზეპირსიტყვიერად. ,,პროექტი 22''-ს ქალაქში სულ სამი კორპუსის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენა ჰქონდა დავალებული.

მიუხედავად, ზეპირსიტყვიერი შეთანხმებისა, მერიამ კომპანია დაადანაშაულა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებაში, თანხაც არ გადაუხადა და შავ სიაშიც დაარეგისტრირებინა.

საკითხო შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. გორის მერიის წარმომადგენელმა გიგა ბერიძემ აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, მხარეთა შორის არ მომხდარა ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულებით გათვალიწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

საპროექტო ორგანიზაცია ,,პროექტი 22'' დაარსდა 2022 წელს. დამფუძნებელია გიორგი ლაფაჩი. 2024 წლიდან კი კომპანიის მფლობელი მარიამ კორინთელი გახდა.

,,პროექტ 22''-ის წარმომადგენლის ცნობით, კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ობიექტის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებითი კვლევებისა და სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა. უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ნაწილის დროებით გამოსახლება როგორც კვლევების, ისე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების განმავლობაში.

მიმწოდებლის განმარტებით, სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსის მდგრადობის შესწავლის საკითხი ამოღებულ იქნებოდა ხელშეკრულებიდან ტექნიკური შეუთავსებლობის გამო.

აღნიშნული შეთანხმება კი, მიმწოდებლისთვის გაურკვეველი გარემოებების გამო, არ იქნა შესრულებული და მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება. კომპანიამ განმარტა, რომ სადავო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებისა და მოსახლეობის ნაწილის დროებითი გამოსახლების გარეშე ვერ მოხერხდებოდა რეაბილიტაციისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარება.

რა ბედი ელის კორპუსს? ეს ჯერ უცნობია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.