Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,აქ იმყოფებიან პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ'' - სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფებიან პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ.

"ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს, კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ და მოვიპოვოთ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან. და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ის რომ ევროპა ჩვენ არ გვიშვებს ხელიდან და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, მისი ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე, არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ ყოველ ჯერზე, საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა“, - თქვა პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.