Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ჩრდ. ოსეთის პარლამენტარი ძამბულატ თედეევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას თბილისთან გზის გახსნას სთავაზობს
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ძამბულატ თედეევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტს თბილისთან გზის გახსნას სთავაზობს. საუბარია როკის გვირაბზე, რომლის გავლითაც რუსეთიდან სამხრეთით ან პირიქით ტვირთების გადაზიდვა მოხდება.

თედეევის განმარტებით, ეს დიდ შეღავათს მოუტანს ,,სამხრეთ ოსეთს'', სადაც ცხოვრება უფრო მძიმეა, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. იგი დასძენს, რომ გზას გახსნიან არა მეზობელ ქვეყანისთვის, არამედ სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის თუ საუდის არაბეთში სავაჭრო ურთიერთობის დამყარების მიზნით.

თედეევის ვიდეოგამოსვლა და მიმართვა სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ჩრდილოეთ კავკასიის გამოცემა ,,საპამედია'' მასთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს, სადაც თედეევი განმარტავს, თუ რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ამ გზის გახსნა, როგორც რუსეთისთვის, ასევე ,,სამხრეთ ოსეთისთვის''.

„დღეს, როცა სანქციებია დაწესებული ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორის /იგულისხმება რუსეთი - რედ/ მიმართ, აუცილებელია მისთვის გზების განბლოკვა. ამის შესახებ რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ ვლადიმერის ძე პუტინმა განაცხადა. თუ ჩვენ გავხსნით ტრანზიტს, მაგალითად, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, ამით ჩვენი ბიუჯეტი მიიღებს ფულს, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით ჩვენს პენსიონერებს, ჩვენს შშმ პირებს, ჩვენს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ეს მართლა ცუდია?” - ამბობს თედეევი.

მისი თქმით, 2008 წელს, როცა გზა დაიკეტა, სანაცვლოდ არაფერი შესთავაზეს. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ პირობები ახლა განსხვავდება ომამდელი ვითარებისგან.

„2008 წლამდე ჩვენ თავს დაცულად არ ვგრძნობდით, რადგან „ჩვენი უფროსი ძმა“ არ არსებობდა. დღეს რუსეთმა თავის თავზე აიღო ჩვენი საზღვრების და ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. დღეს იქ მე-4 სამხედრო ბაზაა. ჩვენი სუვერენიტეტი დარჩება ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად იმისა, გზა გაიხსნება თუ დარჩება დაკეტილი“, - ამბობს დეპუტატი.

თედეევმა დასძინა, რომ რესპუბლიკაში მოსახლეობის გადინება არის „კატასტროფული“ - ხალხი ტოვებს სამუშაოს უქონლობის გამო და იმის გამო, რომ „სამხრეთ ოსეთში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ვლადიკავკაზში“. მან ასევე შესთავაზა ფრ-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს განიხილოს საკითხი თბილისთან გზის გახსნის თაობაზე.

„მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შენარჩუნება. და დღეს ჩვენ გვჭირდება ეკონომიკურად განვითარება. და დღეს ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა. პარლამენტში ოთხი პარტიაა. შევკრიბოთ ისინი, გავმართოთ დიალოგი და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, რომლებიც ოსეთის მიმართ გულგრილი არ არიან, გარედან მოისმენენ და გარკვეულ დასკვნას გამოიტანენ. ჩვენ ვიწყებთ ამას. ჩვენ ერთად მოვუსმენთ მათ [წინადადებას], ერთად მივალთ რაღაც კარგამდე“, - დაასკვნა თედეევმა.

თედეევის წინადადებას ჯერ ოფიციალურად არ გამოხმაურებია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. კომენტარები არც თბილისში გაკეთებულა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.