Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ცხოვრება სოფელ „მონასტერში“


ულამაზესი მაღალმთიანი სოფელი მონასტერი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ხაშურიდან სულ რაღაც 11 კილომეტრშია, დიდთოვლობის დროს გარესამყაროს წყდება, რაც აქ დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის.

12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს. მას და მის მეგობრებს სკოლაში წასასვლელად დიდი მანძილის გავლა ფეხით უწევთ, რადგან სკოლის ტრანსპორტი სოფლამდე არ მიდის. ამას გარდა სოფელში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ გასართობი სკვერი და სტადიონი, სადაც თამაშს სხვა თანატოლების მსგავსად შეძლებდნენ.

„ახლა ვიმყოფებით ხაშურის რაიონ სოფელ მონასტერში. ჩემი თანატოლია ბექა და თაზო. დანარჩენები პატარები არიან. ძალიან ცოტა ბავშვი ვართ, სადღაც 5-6. ჩვენ დავდივართ ქვიშხეთის საჯარო სკოლაში, მაგრამ ახლა სკოლა რემონტშია და ცხრამუხაში გვიწევს სიარული. ტრანსპორტს ზამთარში უჭირს ამოსვლა. რასაც გააკეთებენ უფრო მეტს, კარგი იქნება. სტადიონის კარები, შემოღობვა და ა.შ.“-ამბობს 12 წლის გურამ გელაშვილი.

სოფელ მონასტერს ზაფხულში ბევრი სტუმარი ჰყავს. ეს საუკეთესო პერიოდია ბავშებისთვის, რადგან მათი ჟრიამული და ხალისი, ზამთრის ცივ და უიმედო დღეესბს ავიწყებს აქაურ მაცხოვრებლებს.

„მე ქუთაისში ვცხოვრობ. აქ ზაფხულობით ჩამოვდივარ დეიდაშვილებთან. სოფელში ჰაერი, ბუნება და კეთილი ადამიანები მომწონს. სულ დახუჭობანას ან ფეხბურთს ვთამაშობთ, ფრენბურთიც შეიძლება ვითამაშოთ ხოლმე“-ამბობს მალხაზ გელაშვილის შვილიშილი, რომელიც სოფელს ყოველ ზაფხულს სტუმრობს. ქუთაისიდან ჩამოსული ბიჭი, პაპას საოჯახო საქმიანობაში ხშირად ეხმარება. ახლაც საარაყე ჭანჭურს აგროვებენ.

„ -დავქოქო პაპა? დავქოქო? - ვერ დაქოქავ პაპა, ვერ დაქოქავ. ეგრე რომ ამოჰკრავ არ დაიქოქება“-ასე ხშირად საუბრობენ ბაბუა და შვილიშვილი, თან საქმეს ეშურებიან.

მალხაზ გელაშვილი ამბობს, რომ ამ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია და იმ ოჯახებს ვინც აქ მუდმივად ცხოვრობ, გაუსაძლის პირობებში უწევთ არსებობა.

„სოფელში ძირითადად 35 ოჯახი ვხოვრობთ. გვირაბისპირიდან გუგულისციხისპირამდე, რაც მონასტერს ქვია მხოლო 35 კომლია. სოფელს არ აქვს წყალი, არ აქვს ინტერნეტი. სკოლამდე დიდი მანძილია. ზამთარში ტრანსპორტი სოფლიდან კილომეტრნახევარში მოდის. ახლა ზაფხულია, კარგი ამინდია და მაინც არ ამოდის. ზამთარშ კარგი ნუ ამოვა, მაგრამ ზაფხულში მაინც ამოვიდეს კაცო. ცოდოები არიან. 5-6 კილომეტრის გავლა უწევთ აქედან. ბავშვები დადიან, მიჰყავთ სკოლამდე ავტობუსით, მაგრამ აქამდე ამოვიდეს, როცა არის ამის საშუალება. როდესაც გზა არ იყო, კი ვიძახდით „ნუ ამოვა“ „არ ამოვიდეს“ „გზა არ ვარგა“, მაგრამ ახლა ხომ არის გზა? იძახიან თავდაღმართიაო, საშიოშროებააო. რა ვიცი, ყველანაირად გვატყუებენ.“-ამბობს მალხაზ გელაშვილი.

ბევრ პრობლემას უმუშევრობაც ემატება. მალხაზ გელაშვილი ერთადერთია მის მრავალსულიან ოჯახში, ვინც დასაქმებულია. ამასთან სოფელს არ აქვს სახნავ-სათესი მიწები. შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაც ნაკლებია.

„მე რკინიგზაში ვმუშაობ. ეს არის მეტი არაფერი. ცოლი უმუშევარია, რძალი უმუშევარია და შვილი უმუშევარია.

მოსავალი არაფერია. ეს სოფელი მშიერი ადგილია. ისევ სიმინდი და ლობიო თუ მოვა. შეგვპირდნენ, რომ მიწების უფასო რეგისტრაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყებოდა, კაციშვილი არ ამოსულა, რომ მიწების დარეგისტრირება და აღრიცხვა მომხდარიყო. ინტერნეტი არ გვაქვს. ზამთარში, როდესაც გზა იკეტება, სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადადის. გვირეკავს მასწავლებელი და ისე ამეცადინებს. იქნებ მე არ მაქვს ტელეფონი? იქნებ არ მაქვს ჩარიცხული თანხა, რომ ყოველ საღამოს ველაპარაკო? როგორ უნდა მიიღონ განათლება?“-გვიყვება მალხაზ გელაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ზღვის დონიდან 880 მეტრზე მდებარეობს, ასევე კლიმატური პირობები, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა და სხვა პრობლემები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებისთვის არის საჭირო, სახელმწიფო სოფელს ამ სტატუსზე უარს ეუბნება.

„მაღალმთიანობის სტატუსს არ გვაძლევენ, ამბობენ რომ ადრე ეს მიწები იხვნებოდა და ამის ჩანაწერიც გვაქვსო. რავიცი, როდის გადაიღეს? ახლა გადაიღონ, რომ აქ ცოტა ხალხია, მიწები დარჩა ისე და არ იხვნება. არ ვიცი, სხვისი მიწებიც დაგვაწერეს მგონი. ბულბულისციხის და იმის... ზამთარს ძველებურად ვხვდებით ფქვილით, შაქრით და მარილით მომარაგებული. ეგ არის... ძველებურად... თუ გზა დაიკეტა მერე ვერც ხაშურში წავალთ“-ამბობს მალხაზ გელაშვილი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.