Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
Neo tv- ს პროექტი - “ქართული მედია რუსული ჯარის პირისპირ დემოკრატიის დასაცავად”
Neo tv- ს პროექტი, “ქართული მედია რუსული ჯარის პირისპირ დემოკრატიის დასაცავად”, მხარდაჭერილია დანიის სამეფოს „ახალი დემოკრატიის ფონდის“ მიერ. მისი მთავარი მიზანია დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გადარჩენისთვის დეზინფორმაცია - პროპაგანდასთან ბრძოლა საქართველოში.

ნეო ტვ-ს გუნდმა ეს პროექტი "რუსული კანონის" დამტკიცების პარალელურად შეიმუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების ნაწილმა დაპაუზება არჩია, მათმა გუნდმა გაიაზრა, რომ პირიქით, ახლა ბრძოლის და არ მოდუნების დროა გადარჩენისთვის, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს უკავშირდება.

,,ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მუდმივად გვიჭერდნენ მხარს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ახლა უფრო მეტად დაგვიდგნენ გვერდში და ზუსტად ასეთ პირობებში, არაერთი რისკის მიუხედავად, ამ ბრძოლაში ნდობა გამოგვიცხადეს და საქართველოში რუსულ ბაზებთან ახლოს მდებარე რეგიონში, კრემლის პროპაგანდა - დეზინფორმაციის აღმოფხვრის მიზნით, მომზადებული მასალების მომზადების იდეას მხარი დაუჭირეს.’’- ამბობს Neo tv-ს დამფუძნებელი ნინო ჩიბჩიური.

გუნდმა ამისთვის სპეციალური სატრენინგო კურსი გაიარა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი ამბები, როგორ უნდა დავადგინოთ კონკრეტული დეზინფორმაციის გავრცელების პირველწყარო/მიზანი და სხვა ისეთი საკითხები, რაც ამ მცირე პერიოდში მნიშვნელოვანი შედეგის მიღებაში დაგვეხმარებოდა. 



პროექტის განხორციელება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყეს, როდესაც განსაკუთრებული სიმძლავრით იკვეთებოდა ფაქტებით მანიპულაციების, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების და ყალბი ამბების შემთხვევები:

,,სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სოფლებში, მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრები და ამ პროპაგანდის საპირწონედ დადასტურებული ფატქების გაზიარებით მათთან კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, არჩევნების წინ ერთგვარი კამპანია იყო წარმოებული იმის შესახებ, რომ თუ მმართველი გუნდი არ მიიღებდა ხმათა უმრალესობას, ომის დაწყებით აშინებდნენ, რეალურად კი არ საუბრობდნენ ვინ დაიწყებდა ამ ომს? თუ რუსეთი ე.ი საფრთხეა ეს ქვეყანა საქართველოსთვის. გარდა ამისა, რუსეთი თუ რომელიმე ქვეყანაში ჯარის შეყვანას ან მის დაბომბვას გადაწყვეტს, როცა უნდა და როგორც უნდა, ნამდილად არავის დაეკითხება ის ამის შესახებ. მითუმეტეს ჩვენ არაერთი შემთხვევა გვახსოვს კრემლის მიერ დარღვეული შეთანხმებების შესახებ, ამიტომ საკითხი, თუ რის საფუძველზე ჰპირდებოდნენ ხალხს მშვიდობის შენარჩუნებას, ამ პრეისტორიის გათვალისწინებით, დღემდე არავინ განმარტავს.’’- გვეუბნება ნინო ჩიბჩიური.

ეს რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

რუსეთი ყოველთვის ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას (მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომელიც წესით არც უნდა იყოს მისი ინტერესი) და კონტროლის მოპოვებას, ბუნებრივია განსაკუთრებით იაქტიურებდა საქართვეველოს საპარლამენტო არჩევბებზეც, არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ მანამდეც, საზოგადოების აზრზე გავლენების მოსახდენად.

,,ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სპეციალური გადაცემის მომზადება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განვიხილავდით, რუსულ საფრთხეებს, მანიპულაციების ტექნიკებს და მის კიბერშესაძლებლობებს, რითიც სხვადასხვა სეგმენტის სიღრმისეული შესწავლისას ის საჭირო დროს, საჭირო შედეგის მისაღებად იყენებს. ფაქტები ადასტურებს, რომ ჩვენ დიდი ხანია ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით, აუცილებელი არაა აქ შეიარაღებული დაპირისპირება ხდებოდეს და ბომბები ფეთქდებოდეს, ომის მიზანია კონტროლის მოპოვება კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც ნამდვილად აქვს რუსეთს საქართველოში.’’- განმარტავს პროექტის გუნდის ხელმძღვანელი.



იგი ფიქრობს, რომ სწორედ ასეთ დეტალებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტები ქართულ მედიასივრცეში და რუსულ საფრთხეებზე სისტემტურად უნდა მიდიოდეს დისკუსიები, რაც საზოგადოების აზრის ფორმირებას შეუწყობს ხელს და მოქალაქეები ბრმად აღარ ენდობიან იმ ნარატივებს, რაც მიზანმიმართულად კრემლისგან მომდინარეობს.

,,საბოლოოდ კი ეს თავისთავად გავლენას ახდენს არჩევნებზეც. ჩვენ სწორედ ამ საფრთხეების ჩვენებას შევეცადეთ პროექტის აქტივობებით და მუშაობის გაგრძელება სწორედ ამ მიმართულებით მიგვაჩნია რელევანტურად, უფრო მეტი ძალისხმევით.’’ - განმარტავს ნინო ჩიბჩიური. 

არჩევნების შემდეგ მომზადებულ გადაცემაში კი განიხილეს ის საკითხები, რაზეც მანამდე პერიოდში მსჯელობდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისე წარიმართა პროცესები, როგორც ველოდით რუსული სპესამსახურებისა და მათგან მართული ჯგუფებისგან.

,,როდესაც ხალხს აჯერებდნენ, რომ ხმის დამთვლელ აპარატებს ინეტრენტთან წვდომა არ ჰქონდა და მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო, არავინ განმარტავდა, რომ აპარატებთან დაკავშირება და მასზე მანიპულაციების განხორციელება სხვა საშუალებებითაცაა შესაძლებელი, რაც კრემლზე დაქვემდებარებული შესაბამისი სამსახურებისთვის პრობლემა არ იქნებოდა. ანუ ფაქტია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, კრიტიკული აზრის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და რუსული საფრთხეების მუდმივი განხილვა, მისი კიბერპოტენციალის გათვალისწინებით გადაუდებელ ამოცანად იქცა საქართველში. ვფიქრობ ეს აქცენტები უნდა გასდევდეს ყველა პროექტს, რასაც სამოქალაქო სექტორი განახორციელებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მედიას ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, განისაზღვროს კონკრეტული პროტოკოლი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში შევძლოთ რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება და მოქალაქეებისთვის ფაქტბზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის საპირწონედ.’’- აღნიშნავს ნინო ჩიბჩიური 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.