Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის საკრებულოს გეგმით, ევროპის კავშირში ღვინის მოხმარება 2035 წლისთვის შემცირდება
,,ვარაუდობენ, რომ ევროპის კავშირში ღვინის მოხმარება 2035 წლისთვის
შემცირდება.'' - ამის შესახებ გორის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ
დოკუმენტში წერია, რომელიც ტანის ხეობის სივრცის დაგეგმარებას
ეხება.
დოკუმენტი 2024 წლის ოქტომბერში, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ატენის ხეობაში მევენახეებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ იმ ტურისტების გამასპინძლებისთვის, რომლებიც ხეობას ეწვევიან. ხოლო ნაკლები იფიქრონ ექსპორტზე, რადგან, როგორც ვარაუდობენ, ევროპის კავშირში ღვინის მოხმარება შემცირდება:
,,ვარაუდობენ, რომ ევროპის კავშირში ღვინის მოხმარება 2035 წლისთვის შემცირდება.გარდა ამისა, მცენარეთა დაცვის საშუალებებისადმი ხელმისაწვდომობის შემცირებამ, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ირიგაციაზე შემდგომმა შეზღუდვებისა და კლიმატის ცვლილების გამო არასტაბილურობამ შეიძლება შეამციროს როგორც ვენახების ფართობები, ასევე მოსავლიანობა, რაც გამოიწვევს დიდ მერყეობებს და წარმოების მოცულობის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ რჩება გაურკვევლობა, ევროკავშირის ღვინის ექსპორტი მომდევნო წლებში შეიძლება მაინც გაიზარდოს, თუმცა გაცილებით დაბალი ტემპით, ვიდრე ბოლო წლებში, ხოლო ღვინის იმპორტის დონე ევროკავშირში დარჩება დაბალი და მოსალოდნელია მისი შემდგომი შემცირება [EU აგრიცულტურალ ოუტლოოკ ფორ მარკეტს 2023-2035. Eუროპეან ჩომმისსიონ, DG Aგრიცულტურე ანდ ღურალ Dეველოპმენტ, Bრუსსელს, Dეცემბერ 2023. – 85 პაგეს].'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში ტურისტების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება. თუკი საშუალოდ 2023 წლამდე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში 174 600-ია, 2029 წლამდე ტურისტების რაოდენობა გაიზრდება 10%-დან 70%-მდე. ამიტომ, გეგმის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტურისტების გაზრდილ ნაკადს სჭირდება მეტი ღვინო, მეტი სასტუმრო, გაუმჯობესებული დასასვენებელი სივრცე და ა.შ.
,,ატენური ღვინოს ვერ ექნება მნიშნელოვანი წილი ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტის შემდგომ ზრდაში, როგორც ეს მაგალითად სხვა ჯიშის ყურძნის ღვინოებს აქვს, როგორიცაა რქაწითელი, საფერავი და სხვა გავრცელებული ყურძნის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ "ატენური" სამეფო ღვინის ხეობის გარეთ საქართველოს ბაზარზე მიწოდება ხდებოდეს და გარკვეული მოცულობით საზღვარგარეთაც მოხდეს მაღალ გადამხდელუნარიანი არატრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა მიწის რესურსის შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე, ტანას ხეობაში ვიზიტორების მატებასთან ერთად, მოლოდინია, რომ წარმოებული ღვინის ძირითადი ნაწილის ადგილზე რეალიზაცია და მოხმარება მოხდება.'' - განმარტავენ დოკუმენტის ავტორები.
დოკუმენტის ავტორების რჩევით, სახელმწიფომ ტანის ხეობაში უნდა გაზარდოს დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, გაიზარდოს ტერასული ვენახების ფართობები, გამრავლდეს საოჯახო მარნები, გაიზარდოს საოჯახო სასტუმროების რაოდენობა და მოწესრიგდეს სათანადოდ ინფრასტრუქტურა.
მათ მიერ მოძიებული ცნობებით, ამჟამად, ტანის ხეობაში ვენახების საერთო ფართობი 20 000 ჰა-ს აღემატება. იმისათვის, რომ 2029 წლისთვის გაზრდილ ტურისტულ ნაკადს, ასევე ადგილობრივ ვიზიტორებს საკმარისი ღვინით გაუმასპინძლდნენ, მევენახეებს დასჭირდებათ მეტი ფართობი ვაზის გასაშენებლად.
,,ღვინის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ტანას ხეობაში 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომაროებით, სააგენტოს ვენახების კადასტრის ბაზაში ატენის მიკროზონაში აღწერილია 20 ჰექტრამდე ვენახი რეგისტრირებული როგორც ჩინური, ისე გორული მწვანე - ატენური ადგილწარმოშობის ჯიშები. შედეგად, არსებული ვენახების გარდა დასჭირდებათ დამატებით 50-52 ჰა ჩინურისა და გორული მწვანეს ვენახების გაშენება.'' - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტის ავტორები სახელმწიფოს ურჩევენ, რომ სუბსიდიების პროგრამები 2025 წლიდან დაიწყონ, რადგან ვენახის გაშენებას 4-5 წელი მაინც სჭირდება. ამასთანავე, აუცილებელია დაცარიელებულ სოფლებში ადამიანები დაბრუნდნენ, რადგან ინვსეტიციების განხორციელებას ადამიანური რესურსიც სჭირდება.
რატომ ღვინო ატენური? – ,,შიდა ქართლის ერთადერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო სწორედ ქართლში, მდინარე ტანას ხეობაში იწარმოება. „ატენური“-ს წარმოება შეიძლება მხოლოდ ატენის მიკროზონაში მოწეული ჩინურის (80%) და/ან გორული მწვანეს და/ან ალიგოტეს ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ატენის მიკროზონის საზღვრებში.'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |