Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ქარელის მერიას კომპანიამ მესამედ უჩივლა - ბრძოლა 2 მლნ-იანი ტენდერისთვის 6 თვეა გრძელდება
ქარელის მერიაში, 2 მლნ ლარამდე ოდენობის თანხა, წელს შესაძლოა
აუთვისებელი დარჩეს. 6 თვეა, რაც დაბა აგარის კულტურის სახლის
რეაბილიტაციის პროცესი არ დაწყებულა.
ივლისიდან დღემდე მიმდინარეობს განხილვა, თუ ვინ არის გამარჯვებული ტენდერში - ,,სათავე პლიუსი'' თუ ,,მაქსიმო''?
ამ პერიოდში, კომპანია ,,სათავე პლიუსის'' წარმომადგენელმა ქარელის მერიას უკვე მესამედ უჩივლა. ახალი საჩივარი კომპანიის იურისტმა შესყიდვების სააგენტოში გუშინ, 21 ნოემბერს შეიტანა.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
შესყიდვების სააგენტომ ქარელის მერიას დაავალა, რომ გამარჯვებული გამოავლინოს შესაბამისი პროცედურების დაცვით.
საქმე დაბა აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტს ეხება, რომლისთვის 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
ტენდერი 2024 წლის ივლისში გამოცხადდა. მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ. ,,მაქსიმო'' მერიას სთავაზობს, რომ პროექტს 1,77 მლნ ლარად შეასრულებს, ხოლო ,,სათავე პლიუსი'' - 1,69 მლნ ლარად.
ქარელის მერიამ კომპანია ,,სათავე პლიუსს'' დისკვალიფიაცია მისცა, ამის თაობაზე, ქარელის მერიაში სატენდერო კომისია 9-ჯერ შეიკრიბა. შეადგინეს შესაბამისი ოქმები. სატენდერო კომისიის უმრავლესობა ,,სათავე პლიუსის'' დისკვალიფიკაციის მომხრეა.
შესყიდვების სააგენტომ ქარელის მერიას ჯერ გააუქმებინა #3 და #4 ოქმი, მიუხედავად ამისა, #7 და #8 სხდომაზე მაინც დისკვალიფიკაცია მისცეს ,,სათავე პლიუსს''.
ოქტომბერში შესყიდვების სააგენტომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით გაუქმდა ქარელის მერიის #7 და #8 სხდომის ოქმები.
ამის შემდეგ ქარელის მერიის სატდენრო კომისია მეცხრედ შეიკრიბა, სადაც ,,სათავე პლიუსს'' კვლავ დისკვალიფიკაცია მისცეს.
ამჯერად, ,,სათავე პლიუსის'' იუსრისტი #9 სხდომის ოქმის გაუქმებას ითხოვს, რადგან იურისტის აზრით, იგი მეშვიდე და მერვე სხდომის ოქმების ანალოგიურია თავისი შინაარსით.
ქარელის მერიის #9 სხდომის ოქმის მიხედვით, გადაისინჯა მეშვიდე და მერვე სხდომის ოქმები და დადგინდა, რომ ისინი ძალაში უნდა დარჩეს და განიხილონ მომდევნო კომპანიის ,,მაქსიმოს'' წინადადება.
. ,,სათავე პლიუსის'' წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მისი დოკუმენტაცია სრულ წესრიგშია, აქვს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება, ხოლო ქარელის მერია არ ასრულებს მთავრობის მიერ დადგენილ წესებს.
რა გადაწყვეტიებას მიიღებს შესყიდვების სააგენტო, ამის თაობაზე, ჯერ სხდომა არ გამართულა.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |