რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ატენში ,,ჩირახის წყლის" სათავეში წყალი დაიკარგა - მიზეზებზე ქართლის სტუდიაში ისაუბრეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სათავეში წყალი ,,დაიკარგა". მიზეზების თაობაზე ქართლის სტუდიაში დღეს გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ ისაუბრა.

სათავე ნაგებობა ახალი გაკეთებულია. მას ,,ჩირახის წყალს" უწოდებენ. რეზერვუარი, სწორედ, ჩირახის წყლის შესაგროვებლად გააკეთეს. 

,,ჩირახის წყლიდან" სასმელი წყალი გაივლის სოფელ ბობნევს და შემდეგ მიდის ატენში. ატენში ის სამ რეზერვუარში ნაწილდება, რეზერვუარებიდან კი, შიდა ქსელებით მოსახლეობამდე მიდის.

საქმე იმაშია, რომ ამჟამად სათავე ნაგებობაში წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, გრუნტის წყალის დაახლოებით 40-50% დაიკარგა. მისი განმარტებით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ადგილი ჰქონდა მიწის მასის მოჭრას, შემდეგ ტკეპნით სამუშაოს, რის გამოც, გრუნტის წყალმა მიმართულება შეიცვალა და დაიკარგა.

,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაკარგულ წყალს ვიპოვით, რომელიც დაემატება რეზერვუას. სამწუხაროდ, იმ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები ჩვენთან შეუთანხმებლად ჩატარდა, რის გამოც პრობლემები შეიქმნა" - აღნიშნავს ტარიელ მაისურაძე.

ატენისა და ბობნევის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ წყლის დებეტი ,,ჩირახის წყალზე" არ შემცირებულა:

,,წყლის რაოდენობა არ დაკლებულა. ჩვენც გვითხრეს, რომ წყლის დებეტი დაიკარგაო, მაგრამ რაც თავი გვახსოვს, ეგრე მოდის ჩირახის წყალი. უბრალოდ, ამჯერად, ამ ატენის წყალზე მთელი მოსახლეობა დააერთეს, შესაბამისად, აღარ გვყოფნის ყველას. წყალი იმატებს ხოლმე გაზაფხულზე, ზაფხულში ძალიან დიდი პრობლემა გვექნება" - აღნიშნავენ სოფელში.

ტარიელ მაისურაძე მოსახლეობის მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საინჟინრო საკითხებში მოსახლეობას სრული ინფორმაცია არ გააჩნია.

,,მაისამდე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ სათავე ნაგებობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მობილიზებას. ამასთანავე, ატენში მესამე ეტაპის სამუშაოები სრულდება და მთელი ატენი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

ამჟმად, ატენში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილი ამბობს, რომ სამ დღეში ერთხელ. ნაწილი ამბობს, რომ ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.

ქვემოთ ფოტოებზე: ,,ჩირახის წყალი" - სათავე



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.