რედაქტორის რჩევით
1989 - 2008 წლების პერიოდის ქართულ - ოსური ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტაცია შეგროვდება
1989-2008 წლების პერიოდის ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, დოკუმენტური მასალა გროვდება, რომელიც ცალკე ვებ-პორტალზე განთავსდება. პროექტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აფინანსებს.
პროექტს "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" (ISNC) ახორციელებს. მისმა მონაწილეებმა დისკუსია "გორის საინფორმაციო ცენტრში" გამართეს. დისკუსიის სახელწოდება იყო - "ქართულ - ოსური ურთიერთობები: წარსული დღევანდელი გადასახედიდან".
პროექტის "ქართულ - ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის" ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის (EUMM) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში მოხდა ყველა იმ მასალის შეგროვება და ქრონოლოგიურად დალაგება, რაც ეხება ქართულ-ოსურ კონფლიქტს. ელექტრონულ ვერსიაში თავმოყრილია დოკუმენტები, საგაზეთო და სატელევიზიო ჩანაწერები, რომელსაც რუსული, ოსური და ქართული მხარე აშუქებდა.
,,ამ დოკუმენტების გაცნობის საშუალებით, ჩვენ ვიგებთ, როგორ მზადდებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტი; ვინ იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა; ვინ შეუწყო ხელი მის პროვეცირებას და როგორ დაეხმარა ქართული მახარე ამ ყველაფრის პროვოცირებაში. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ღრმა კვლევას საჭიროებს. ქართული ენის გაუქმების შესახებ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოქმის გაუქმების შესახებ, ძალიან საინტერესო მასალებია."- აღნიშნა ლია ჩლაჩიძე.
,,მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოქალაქეებმა ერთ ადგილზე ნახონ ყველა დოკუმენტი, როგორც ოსური, ისე რუსეთის და საქართველოს მხარის მიერ შედგენილი. დოკუმენტებში ოსი ისტორიკოსები ბევრ რამეს არ ეხებიან საქართველოს სასარგებლოდ და პირიქით ქართველი ისტორიკოსები ოსების სასარგებლოდ. პერიოდი დაიწყება 1977 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებს რეორგანიზაციას, ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია იქნა მიღებული და დაიწყო რღვევა სტალინური საბჭოთა კავშირის. ამას მოყვება უკვე ჩვენი კონსტიტუცია 1978 წლის და ეს არის ფესვები, საიდანაც წამოვიდა უკვე ის ნიშნები, რამაც შემდეგ უკვე გამოიწვია დაძაბულობა 90-იან წლებში. დოკუმენტები მთავრდება 2008 წლის 7 აგვისტოთი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გასცემს განკარგულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა
გაშალეს.
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები