რედაქტორის რჩევით
კალენდარი
იურისტი: გამოძიებამ ქარელის ვიცე მერი უნდა გამოკითხოს
ძამას ხეობაში, სასულიერო პირების მიერ, აჭარელი ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო დევნის საქმეზე ქარელის ვიცე მერის გამოკითხვას ითხოვს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. ლექსო მერებაშვილი თვლის, რომ გამოძიებამ უნდა მოახდინოს იმ სასულიერო პირბების იდენტიფიცირება, რომლებმაც ქარელის ვიცე მიერის თქმით, ეკომიგრანტებს რელიგიური ნიშნით ავიწროვებენ.

"გამოძიება უნდა დაიწყოს. მინიმუმ, უნდა გამოიკითხოს მერის მოადგილე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ინფორმაციას ფლობს მერის მოადგილე სასულიერო პირების მიერ, ადამიანების რელიგიური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით. შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე დანაშაული გამოიკვეთოს, როგორც არის დევნა. აუციილებელია მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს."-აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით უნდა დაიწყოს, აღნიშნული მუხლი გულისხმობს : ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მუხლის დამრღვევი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ცნობისთვის, ქარელის ვიცე მერმა გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს მუსლიმები არიან.

ვიცე მერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია. კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.



"გვერძინეთი თავის დროზე ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მაგრამ აჭარლებიც გაგვექცნენ, სამწუხაროდ. ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. ესენი ეკომიგრანტები არ არიან. თვითნებურად ჩამოსულები არიან ჯავახეთიდან. გამსახურდიას პერიოდში, ჯავახეთში ჩაასახლეს, ხელისუფლებამ ახალი სახლები აუშენა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ. ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და დაიცალა იქაურობა. ჩვენი ორი სოფელი დაიკავეს. ძალიან კარგად მიიღეს დარჩენილმა ადგილობრივებმაც, ხელისუფლებამაც. საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს და ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში დაიწყეს ისევ უკან წასვლა. ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე", – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა, თუ არა რელიგიური ნიშნით შევიწროებას, ვიცე-მერმა უპასუხა: "არა მარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ. დავასრულებ ლაპარაკს ამ თემაზე კამერის წინ.

- სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებებს?

- თუ ჩაერია კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება, რომ... წავიდა მოსახლეობა, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა. რატომ წავიდა და რისთვის, ამის ძიებას ჩვენ ნამდვილად ვეღარ დავიწყებთ. ბევრი წავიდა და ამის გამო თუ იმის გამო, წავიდნენ. სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად, 11 ბავშვიღა დადის, როცა დაახლოებით 60 ბავშვი დადიოდა. უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მანძილზე ნელ-ნელა შემცირდა", – აცხადებს ქარელის ვიცე-მერი.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და
ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

21:36 / 24.04.2025
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.