რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
პურში ,,შავი ჭიები" გორის კიდევ 3 საბავშვო ბაღში იპოვეს
24 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალურად აცნობა, რომ 3 საბავშვო ბაღში მიტანილ პურში შავი ჭიები აღმოჩნდა. მისი თქმით, გარდა მე-12 ბაღისა, რომლის შესახებ ვწერდით, შავი ჭიები კიდევ რამდენიმე ბაღში აღმოჩნდა:

,,ოფიციალური განცხადებით მოგვარმთა 3 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, დანარჩენებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე მიაწოდეს ინფორმაცია" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. შპს ,,დავითი 2011"-ის წარმომადგენლების მიერ მიტანილ პურში სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა პურში უცხო სხეულები ნახეს.

,,სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო კრიტიკული შეუსაბამობა და შესაბამისი საწარმო დაჯარიმდა" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

ცნობისათვის, შპს ,,დავითი 2011"-ს, რომლის ხელმძღვანელია ელგუჯა ჩაკვერაძე, ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობით, 2019 წლის 29 ივნისს გაუფორმდა. პურის საცხობი გორში, ძმები რომელაშვილის (ყოფილი გორკი) # 185-ში მდებარეობს.

აღნიშნული კომპანია სხვადასხვა დროს ბაღებს პურით ამარაგებდა. 29 ივნისს მასთან ხელშეკრულება იმ პირობით გაფორმდა, რომ უკეთეს პურს მიიტანდა, ვიდრე შპს ,,რეჩეული საცხობი". სხვათა შორის, ,,რჩეულ საცხობს" ბაღების გაერთიანებამ ხელშეკრულება 28 ივნისს შეუწყვიტა, სწორედ, პურში აღმოჩენილი უცხო სხეულის გამო.


რა ხდება საბავშვო ბაღებში?

ამის თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას წერილობით ითხოვს. ჯერ-ჯერობით, ოფიციალური დოკუმენტი შპს ,,დავითი 2011"-თან დაკავშირებით, არ გვაქვს. ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

,,ბოლო შემთხვევა, როგორც გითხარით, 3 დღის წინ, 24 ივლისს მოხდა. ჩვენ, იმავე დღეს, ბავშვებისთვის სხვა კომპანიისგან შევიძინეთ პური. ეს ახალი კომპანია თბილისში აცხობს პურს" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

ეს უკვე მესამე კომპანიაა, რომელიც ბაღების გაერთიანებამ, ბოლო ერთ თვეში, მოძებნა.

ქრონოლოგია ასეთია:

2019 წლის 28 ივნისს მე-19 ბაღში იპოვეს მწერი. ბაღების გაერთიანებამ შეწყვიტა ხელშეკრულება შპს ,,რჩეული საცხობთან". სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 დღით დაკეტა საცხობი.


ამის გამო, 2019 წლის 29 ივნისს ბაღების გაერთიანებამ ხელშეკრულება  შპს ,,დავითი 2011"-თან, დაახლოებით, 11 ათას ლარზე, გააფორმა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში შპს ,,დავითი 2011"-ის მიერ მიტანილ პურში (ერთ ცალში) ხოჭო იპოვეს.


ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 24 ივლისს რამდენიმე საბავშვო ბაღში, შპს ,,დავითი 2011-ის მიერ მიტანილ პურებში აღმოაჩინეს შავი ჭიები.


საცხობის მფლობელთა პოზიციები


შპს ,,რჩეული საცხობის" დირექტორი გია გერმანაშვილი აცხადებს:

,,ჩვენ მხოლოდ ერთი პურის გამო შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება. ისიც უსაფუძვლოდ. ერთადერთ პურში აღმოჩნდა მწერი, ისიც გარედან მიკრული. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რადგან უსაფუძვლოდ შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება" 

რაც შეეხება შპს ,,დავითი 2011"-ს, მის ხელმძღვანელს იმ ნომერზე დავურეკეთ, რომელიც შესყიდვების გვერდზე მითითებულია. უცნობმა წარმომადგენელმა პასუხის შემდეგ, ზარი გათიშა. შემდეგ კი, აღარ გვპასუხობდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ,,დავითი 2011"-ის მიერ მიტანილ პურში, ერთი კვირის წინ, ხოჭოც აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ერთ პურში:

,,მაშინაც მოვახდინეთ რეაგირება. საქმის კურსში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩავაყენეთ, თუმცა, ხელშეკრულება პურის საცხობს არ გავუწყვიტეთ, რადგან ფაქტი, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოდან მიღებული წერილით გავარკვიეთ, არ ყოფილა კრიტიკული შეუსაბამობა. ერთი ხოჭოს გამო და სურსათისს ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, ერთი კვირის წინ არ შეგვიწყვეტია ხელშეკრულება, ამჯერად კი, შევწყვიტეთ" - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.