რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
გორელი პატიმარი 25-წლის გიორგი შემაზაშვილი დახმარებას ითხოვს
გორელი პატიმრის, 25-წლის გიორგი შემაზაშვილის წერილი Qartli.ge-ს  ადვოკატმა, ზაზა მინდიაშვილმა გადასცა.  მძიმე ავადმყოფ მამაკაცს სურს, რომ მისი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია პრესაში გაშუქდეს.

გიორგი შემაზაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, თამთა დემურიშვილის წყალობით, სიკვდილის პირასაა: ,,თუ არ მომხედავთ, მოვკვდები" - წერს პატიმარი. შემაზაშვილს 2013 წლიდან მისჯილი აქვს 9 წლიანი პატიმრობა.

წერილის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში გიორგი შემაზაშვილმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რაც შემდგომში მდგომარეობა გართულდა. დაუსვეს დიაგნოზი - ქრონიკული შარდის ბუშტის კონტრაქტურა.

,,მოგახსენებთ, რომ ვარ 25 წლის, ოპერაციას არ მიკეთებენ მოსალოდნელი გართულებების მიზეზით. ეს ადამიანები არიან სადისტები და ესე კლავენ ადამიანებს.. უროლოგიის პროფესორი ჩემ თვალწინ ურეკავდა სამედიცინო დეპარტამენტის ცენტრის დირექტორს თამთა დემურიშვილს და მიშა ივანიშვილს და ეხვეწებოდა გადავეყვანე მე-18 დაწესებულებაში; რომ არ შეიძლებოდა ჩემი ყოფნა #6 დაწესებულებაში, მოკვდებაო ბიჭიო, რაზეც კატეგორიულ უარს იღებდა და მაბრუნებდნენ #6 დაწესებულებაში.“ - წერს გიორგი შემაზაშვილი. პატიმარი გვწერს, რომ ამ დაავადების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ გართულდა.

,,ახლახანს, როგორც მე-18 დაწესებულებაში, ასევე, ღუდუშაურის კლინიკაში დამიდგინეს ნაწლავის გაუვალობა, რაც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, რასაც მოყვება 2 ნაწილავის გამოტანა გარეთ და ოპერაციის არ გაკეთების შემთხვევაში დადგება ფატალური შედეგი. პირდაპირ მითხრეს, რომ დავიღუპები.“ - აღნიშნავს პატიმარი.

2019 წლის 26 ივნისს გადაწყდა, რომ ნაწლავთან დაკავშირებით ოპერაცია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაკეთებულიყო. პატიმარი ამბობს, რომ ოპერაციის გაკეთება თამთა დემურიშვილმა გადააფიქრებინა:

, ,ქირურგები ეუბნებოდნენ, რომ ჩემი, როგორც ახალგაზრა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მილი, რომელიც მუცელში მიდგია, ასევე, აუტანელს ხდის ჩემ მდგომარეობას, ურჩევდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ არ დავებრუნებინე რუსთავის კოლონიაში. ქირურგებმა სთხოვეს, იქნებ დაეხმაროო, სახლში შედარებით უფრო შეძლებს ამ დაავადებების მოვლას, თან ასაკითაც პატარააო და ამდენი დაავადება ერთად, თან ესეთი სიმძიმის, პირველად ვნახეთო. მეც ვთხოვე, რამით დამხმარებოდა, რაზეც მას ჰქონდა არაადექვატური რეაქცია, დაიწყო წივილ-კივილი, დაიწყო შეურაცხყოფების მოყენება. მან თქვა, რომ ის იყო კომისიის ერთ-ერთი წევრი და ის წყვეტდა პატიმრის გაშვებას და თქვა, რომ უშვებდა პატიმარს მხოლოდ მაშინ, როდესაც 2 დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მან თავისი ქცევებით და წივილ-კივილით საოპერაციოდ მისულს გადამაფიქრებინა ოპერაციის გაკეთება; გინდა გაიკეთე, გინდა არაო, 2 დღე რომ დაგრჩება, მაშინ გაგიშვებო“ - აღნიშნავს პატიმარი.
2019 წლის 2 აგვისტოს, ადვოკარ ზაზა მინდიაშვილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი სწერს:

,,2017 წლიდან დღემდე ჩატარებული კონსულტაციებისა და გამოკვლევევების, ასევე, ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით - ნაწლავთა მოქმედებების დარღვევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, ცისტოსტომიის არასრულყოფილი ფუნქციონირება, მიზანშეწონილად ჩაითვალა სასამართლო სამედიცინო-ექსპერტიზის ჩატარება და აღნიშნულის თაობაზე, 24 ივნის და 25 ივლისს მიემართა სსიპ - ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ - აღნიშნავს თამთა დემურიშვილი.

რაც შეეხება სასჯელის გადავადების საკითხს, თამთა დემურიშვილი განმარტავს: ,,გ. შემაზაშვილის ამჟამინდელი დიაგნოზი არ შეესაბამება ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და შესაბამისად მუდმივმოქმედი კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელონ შესაბამისი რეაგირება.“ - ასკვნის დემურიშვილი.

ადვოკატი ზაზა მინდიაშვილი განმარტავს, რომ თამთა დემურიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა:

,,დღემდე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ პატიმარს არ ჩატარებია გამოკვლევა; ბიუროკრატიული მიზეზთა გამო, (შვებულება და ა.შ.) პაციენტის მდგომარეობა სპეციალისტებს არ შემოიწმებიათ.“ - ამბობს ზაზა მინდიაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.