რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
შავი სიის კანდიდატი ,,ინშაათ საქართველო" შიდა ქართლში კვლავ ტენდერებისთვის იბრძვის
კომპანია ,,ინშაათ საქართველო" შიდა ქართლში კვლავ გამოჩნდა. ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტში. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდინარე ლეხურას გამწმენდ სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მისცეს.

კერძოდ, საქმე ქალაქ კასპში, მდინარე ლეხურას კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ეხება. ტენდერში, რომლის საწყისი ღირებულება 780 510 ლარი იყო, ,,ინშაათ საქართველომ" 546 000 ლარი მიუთითა.

კომპანია ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა და აღნიშნა, რომ ,,ინშაათ საქართველოს" დისკვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს:

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ, სატენდერო დოკუმენტაციის უგულებელყოფით, ისე რომ არ მოახდინა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი და კვალიფიციური შესწავლა, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა შპს „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia”-ს დისკვალიფიკაცია, მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და შპს „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia” გამოავლინა გამარჯვებულად" - აღნიშნავს ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი.

კერძოდ, მომჩივანის ცნობით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანალოგიური სამუშაობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინოს. კასპის მერიაში წარადგინა დოკუმენტაცია, თუმცა არასრულყოფილად:

,,ასე მაგალითად, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტებიდან ანალოგიური ხასიათისა და შინაარისის პროექტებს მიეკუთვნება 5.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები. პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ანალოგიური სამუშაოების ნამდვილობა. " - აღნიშნავს მომჩივანი.

ვიდრე დავების საბჭოში განხილვა მიმდინარეობდა, კასპის მერიამ ,,ინშაათ საქართველოს" დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა არა იმ მოტივით, რომ ანალოგიური სამუშაოები არ ჰქონდა შესრულებული, არამედ არ დაელოდა 5-დღიან ვადას ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებლად.

,,ჩვენი დისკვალიფიკაცია კასპის მერიამ უსაფუძვლოდ მიიღო, რადგან დოკუმენტის დასაზუსტებლად გვქონდა 5-დღიანი ვადა. კასპის მერიამ კი, 3 დღის შემდეგ მიიღო დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება" - აღნიშნავს ,,ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელი. მანაც საჩივრით შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ინშაათ საქართველოს შესახებ

ეს ის კომპანიაა, რომელიც 2017-2018 წლებში გორში სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღს აშენებდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა მასალები იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა უხარისხო ბეტონით ხორციელდებოდა. 2019 წელს ნახევრად აშენებული ბაღი დაანგრიეს.

იხ. ამავე თემაზე ჟურნალისტური მოკვლევა

საბავშვო ბაღი უხარისხო ბეტონის კოლონების ქვეშ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.