რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
გორის სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაში დარღვევები აღმოაჩინეს
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გორის სამედიცინო-სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში დარღვევები აღმოაჩინეს. კომპანია ,,თელა" იძულებული გახდა ფასადზე გაკრული მასალის დემონტაჟი მოეხდინა.

,,საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასადზე ხის ფაქტურის კომპაქტ-ლამინატი, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები შევასრულეთ ხის მასალითჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული სამუშაოები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ არ ჯდება ტიპიური პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებში, რის გამოც იძულებულნი ვართ მოვახდინოთ მისი დემონტაჟი და ალუკბონდით მონტაჟი." - აღნიშნავს კომპანია ,,თელას" წარმომადგენელი იმ წერილში, რომელიც მან გორის მერს გაუგზავნა.

,,თელა" სამუშაოების ვადის გადაწევას ითხოვდა 2019 წლის 15 ნოემბრამდე. თუმცა, გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი შენობა ჯერ გახსნილი არაა.

კომპანაი ,,თელას" მტკიცებით, ობიექტზე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, კერძოდ, შემოღობვის საძირკვლის დაბეტონება 20მ3, სადრენაჟე სანიაღვრე ჭების მოწყობა.

,,საჭირო გახდა ელ. ენერგიის და სასმელი წყლის მიყვანა ობიექტამდე, რის უფლებასაც სამუშაოების დასაწყისში არ გვაძლევდნენ.ა აღნიშნული საკითხების მოგვარებამდე შეფერხდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი გარკვეული დროით." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, ქ.გორში, ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადად 2019 წლის 15 ნოემბერია მითითებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.