რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
საქართველოს უნივერსიტეტი გორის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის [R]
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს 6 რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის. ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში, სამკითხველო სივრცეები მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება გორში მდებარეობს.

სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.

გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლინი კორპორაციული მოქალაქე, 2 წლის წინ საქართველოს 6 რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, აჭარა-გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი ) ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატიურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო - შემეცნებით ღონისძიებებს. რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს გადავწყვიტეთ ოფისებს მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, შიდა ქართლის რეგიონიცაა, რომლის რეგიონული ოფისი გორშია.

ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა?

მინდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკების გახსნა ადგილობრივებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს ( მე-11, მე-12 ) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ბიბლუსს თანამშრომლობისთვის.

რას გვეტყვით რეგიონულ ოფისებზე?

როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სიციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. 2 წელია აღნიშნული ოფისები, მათ შორის გორის ოფისიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. დაესწრნონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ გორში. მახარებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს აქტივობებში და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკებსაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა?

ვმუშაობთ მთელი დატვირთვით ვფიქრო, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.