რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
არასრულწლოვანთა ,,დანაშაული" თუ ,,ამბოხი" გორში
,,წერეთლისა და გარსევანიშვილის ქუჩების
კვეთაზე ორი მოზარდი დავინახე. იქნებოდა, დაახლოებით, ღამის 1 ან ორის
ნახევარი. ერთ-ერთი მათგანი მანქანის სახურავზე იდგა. მეორე მოზარდი
კი, მეორე საჯარო სკოლის მიმართულებით მიდიოდა. საკათედრო ტაძრის
ეკლესიასთან სიჩქარის შემზღუდველ ბარიერთან მანქანა შევაჩერე და შორს
მაშუქი ფარებით ვაკვირდებოდი, რა ხდებოდა. მოზარდი მანქანაზე იდგა და
მიყურებდა. მეც ვუყურებდი. შემდეგ ჩამოხტა მანქანიდან და გზა
გააგრძელა" - ამბობს თვითმხილველი, რომელიც 2019 წლის დასაწყისში
მომხდარ ამბავს იხსენებს.
იმ დილით qartli.ge-ს რედაქცია შს სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ღამით არასრულწლოვნებმა ჯერ გორის ცენტრალურ ქუჩაზე, სტალინისა და ჭავჭავაძის გადაკვეთაზე, სათვალთვალო კამერები დაამტვრიეს. შემდეგ გაემართნენ წერეთლის ქუჩისკენ და, როგორც თვითმხილველის მონაყოლით ვიგებთ, ეს სწორედ ის მოზარდები იყვნენ, რომლებიც შუაღამეს ეკლესიასთან მანქანის სახურავზე იყვნენ ასულები. მანქანას დაზიანებები არ მიუღია. მეორე სკოლის ტერიტორიიდან წმინდაწყალზე გადავიდნენ, სადაც მაღაზიების შუშები ჩაამტვრიეს.
2019 წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალსა და მარტში გორში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებმა იმატა. ფეიბოქსისა და მაღაზიების გატეხვის შემთხვევების შესახებ, მედიაში სტატიები გაჩნდა. აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა ბავშვებისთვის სასჯელის ასაკის შემცირება.
გორში, არასრულწლოვანთა მიერ, ჩადენილი სამართალდარღვევის ერთ-ერთი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოგვაწოდეს. მოზარდები ამტვრევენ მაღაზიების შუშებს, აღწევენ შიგნით და ზედმეტი სიფრთხილის გარეშე ეუფლებიან გარკვეულ ნივთებს:
,,ამ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ, ადვოკატი იტყვის, რომ ეს არ არის ქურდობა. ქურდობა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კვალიფიცირდება იმ კუთხით, რომ პირი ეუფლება სხვის ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. ძალიან ბევრი ნიუანსია გასარკვევი, რომლითაც ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს“ - ამბობს იურიდიული სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, გიგა ჯეირანაშვილი.
გიგა ჯეირანაშვილს უჭირს ვიდეოში ასახლ ფაქტს ზუსტი კვალიფიკაცია მისცეს - ეს არის ქურდობა თუ ეს არის არასრულწლოვანთა პროტესტი.
სახეზეა შუა ქალაქში, არასრულწლოვანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება - მაღაზიების ფანჯრების ჩამტვრევა იმ გვარად, რაც ჩვეულებრივი ქურდობის დროს (ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების დროს) დამახასიათებელი არაა: ,,პოლიციელი იტყვის, რომ ეს არის ქურდობა. მე, როგორც, ადვოკატი გეუბნებით, რომ ეს არ არის ქურდობა.“ - ამბობს ჯეირანაშვილი.
ბავშვთა უფლებათადამცველები ფიქრობენ, რომ საჭიროა დროული და ეფექტური გამოძიება. გამოძიებაში იგულისხმება არა მხოლოდ პიროვნების დასჯა, არამედ იმ მიზეზების გამოკვლევა, რამაც აიძულა მოზარდი მსგავსი ქმედების ჩასადენად.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ემუხლის თანახმად, არასრულწლოვანისთვის სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება“. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არის არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.
მოცემულ შემთხვევაში, რაც ვიდეოშია ასახლი, პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა, მათ მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები, თუმცა, როგორც qartli.ge-მ გაარკვია, რამდენიმე მათგანი გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სხვა ქურდობის ფაქტების შემდეგ, დააკავა და პატიმრობაც მიუსაჯა.
ერთ-ერთი მოზარდის დედა ფიქრობს, რომ დღევანდელი გადასახედიდან მოზარდებს ჰქონდათ გარკვეული პროტესტი, რაც სწორედ გამოიხატებოდა ქალაქის ქუჩებში შუშების, ნათურებისა და ფეიბოქსების დამტვრევაში.
,,მე შეიძლება სხვადასხვა ვერსია მქონდეს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს სწორედ პოლიციის მიმართ პროტესტის ფორმას გაქვს, გამოხატული ამ ფორმით“ - აცხადებს ერთ-ერთი მოზარდის დედა.
ბავშვთა უფლებადამცველი ფიქრობენ, რომ ბავშვს, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოუსმინოს მშობელმა ან კიდევ პედაგოგმა. გარკვეული სახის პრობლემის გაჩენისთანავე, აუცილებელია ამ პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომ მისი გადაწყვეტა.
არასრულწლოვანი ასაკიდან გამომდინარე მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სოციალურად დაუცველი ფენაა. არასწორი ოჯახური აღზრდა, შეფერხებები სასწავლო პროცესის წარმართვაში და სხვა ხასიათის ნეგატიური პრობლემები პირდაპირ კავშირშია იმ სოციალურ გადახრასთან, რომლებიც ხშირად ხელს უწყობენ არასრულწლოვნის დანაშაულებრივ გზაზე აღმოჩენას.
მ. შალიკაშვილი და გ. ნაყოფია საკუთარ ნაშრომებში ,,კრიმინოლოგია“ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და მათ სპეციპიკას, ასევე, პრევენციულ ღონისძიებებს ვრცლად ეხებიან. მათი აზრით, არასრულწლოვნის განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და იგი მათი ზეგავლენის ერთგვარი შედეგია. მოზარდობის ანუ არასრულწლოვნობის ასაკი არის ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის პერიოდი.
,,არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მიზეზების კვლევისას უპირველეს ყოვლისა აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ არასრულწლოვნის ფსიქოლოგიას, ნებისყოფას, მოზარდის პიროვნებად ფორმირების კანონზომიერებებს. ეს კიდევ უფრო გაგვიადვილებს იმ ფაქტორების გამოკვეთას, რომლებმაც მოზარდს დამნაშაულის ჩადენისაკენ უბიძგა. გზა, რომელსაც ბავშვი დასრულებულ პიროვნებად ჩამოყალიბებამდე გაივლის არ მიმდინარეობს სწორხაზოვნად. იგი რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ საფეხურს შეიცავს. ზოგ საფეხურზე ბავშვის პედაგოგიური მართვა შედარებით ადვილია, ზოგზე კი ისეთ დაბრკოლებას აწყდება, რომლის წარმატებით გადალახვა დიდ აღმზრდელობით მუშაობას საფუძვლიან მეცნიერულ ცოდნას და ფაქიზ პედაგოგიურ ტაქტს მოითხოვს." - აღნიშნულია ნაშრომში.
ამავე მოსაზრებების მიხედვით, პრევენციული საქმიანობა სამ ძირათად ასპექტს მოიცავს: საგანმანათლებლოს, ფსიქოლოგიურს და სოციალურს.
საგანმანათლებლო ასპექტი გულისხმობს მოზარდებისათვის ისეთი ინფორმაციის გადაცემას, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამავე დროს დაეხმარება მოზარდებს თვითშემეცნებისა და იდენტურობის ჩამოყალიბებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტიც, რომლის მიზანია ახალგაზრდისათვის ადეკვატური თვითშეფასების კონფლიქტების მოგვარაების გადაწყვეტილების მიღების და სხვა ამგვარი უნარების ჩამიყალიბება და ბოლოს, სოციალური, რომელიც გულისხმობს მოზარდის სოციუმითან ადაპტაციის გაადვილებას.
ყველაზე ეფექტური საშუალება არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციისათვის არის დაეხმარო ბავშვებს და მათ ოჯახებს ადრიდანვე. მოქმედებს მრავალი პრევენციული პროგრამა, რომელთა ნაწილი მშობლებზეა მიმართული, ნაწილი კი, უშუალოდ მოზარდზე. აღნიშნული პროგრამების მიზანია მშობლების ინფორმირება, როგორ გაზარდონ ჯანმრთელი შვილები, დაეხმარნონ მოზარდებს მათი დანაშაულებრივი მოქმედების მძიმე შედეგების გაცნობიერებაში.
ერთ ღამეს მოზარდი მეურვის სახლში არ მივიდა. არც მეგობრებმა იცოდნენ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ზამთრის სუსხიან ღამეს მისი მოძებნა გადაწყვიტა მეურვემ:
,,არასდროს გაუკეთებია ისე, რომ ჩემთვის არ გაეგებინებინა რაიმე პრობლემის შესახებ. როცა იმ საღამოს არ გამოჩნდა, მაშინვე დავიწყე ძებნა. პირველ რიგში ე.წ. ახალბაღში წავედი. ვიფიქრე, სადმე სკამზე არ ეძინოს. იმ წუთას ძალიან ბევრი ცუდი აზრი მიტრიალებდა თავში. ვერსად ვნახე. ბოლოს, ერთი მეგობარი შემხვდა. დავავალე, რომ როგორც კი ნახავდა ბავშვს, მაშინვე მოსულიყო სახლში, რადგან ვეძებდი.“ - გვიყვება ადამიანი, რომელსაც 17-წლის მოზარდის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.
მართლაც, იმ საღამოს მოზარდი მივიდა სახლში. მეგობარს დანაბარები გადაუცია, თუმცა, ბიჭმა არ მოყვა იმ პროტესტის შესახებ, რომელიც მას გულში ჰქონდა ჩამარხული.
,,ძალიან გთხოვო, არასოდეს მიხვიდე პოლიციაში. იქ შეურაცხყოფას მოგაყენებენო, გადმომცა ბავშვმა. მე დღემდე არ ვიცი, ეს რატომ მითხრა. რა მოხდა ისეთი, რომ ბავშვს ასეთი პროტესტი ჰქონდა" - გვიყვება მოზარდის მეურვე. რამდენიმე ხნის შემდეგ, ამ ბავშვის დაკავების ისტორია ცენტრალური არხების საინფორმაციო გამოშვებებში მთავარ თემად იქცა.
ავტორი: საბა წიწიკაშვილი

რა ხდებოდა გორში?

მიზეზების დადგენა

ვინ
მოუსმენს მოზარდს?

,,იმ
ღამით ბიჭი სახლში არ მოვიდა"

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები