რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის დეპუტატის კომპანიამ ხანძრის დროს მერიას ბულდოზერი მიაქირავა
გორის მერია 3600 ლარს გადაიხდის იმ ბულდოზერის ქირის სანაცვლოდ,
რომელიც კომპანია ,,იბოლიას" ეკუთვნის. ,,იბოლია" კი, გორის
მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის დაარსებულია.
ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 26 დეკემბერს მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, მერია იღებს ვალდებულებას, რომ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, კომპანიას თანხა სრულად გადაუხადოს.
qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ტყის მასივში გზის გაჭრის დროს, ბულდოზერი მოცურდა, რომელიც ისევ ხეებმა შეიკავა. როგორც მერიაში აცხადებენ, მძღოლი არ დაშავებულა, ბულდოზერი კი დღესაც მუშაობს.
კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი დავით ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის: ,,ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ჩვენი ტრაქტორი გადავარდნილიყოს" - აცხადებს დავით ბიძინაშვილი.
,,ასეთი ტექნიკა მხოლოდ კომპანია ,,იბოლიას" აქვს, სხვა კომპანიას არ აქვს, ამიტომ გადავყვიტეთ, რომ მისგან გვექირავა და თანხას სარეზერვო ფონდიდან გადავურიცხავთ" - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 24 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ტანას ხეობაში, სოფელ ორმის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი გაჩნდა. 3 დღის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და ვერტფრენები. ცეცხლი ჩააქრეს.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები