რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რუისში ელექტროგასამართი სადგურის მშენებლობისთვის სპორტული მოედნის გასხვისება ისევ იგეგმება
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ მიწის ნაკვეთის გასხვისების გეგმას იხილავდნენ, რომელიც რუისში მდებარეობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სპორტული მოედნის მოსაწყობად ჭირდებათ.

ამის გამო, საინიციატივო ჯგუფის წევრები კომისიის სხდომას დაესწრნენ და მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები: ვლადიმერ ბუზიაშვილი, გელა გასიტაშვილი და რომან კაკაშვილი აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ უნდა გაიყიდოს და გაკეთდეს სპორტული მოედანი.

ქარელის მერიის ინიციატივით, მიწის ნაკვეთი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, შემდეგ კი, აუქციონის წესით გაიყიდება. მანამდე ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სასამართლომ იმსჯელა.

მიწის ნაკვეთზე დავა ჯერ კიდევ 2019 წლის 21 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქარელის მერიამ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვლადიმერ ბუზიაშვილმა გასაჩივრა. 9 მარტს სასამართლომ ბათილად სცნო აღნიშნული გადაწყვეტილება. ამჯერად, მერია ამ მიწის ნაკვეთის გასხვივებას სხვა ფორმით ცდილობს.

ქარელის მერის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ინგა ეკალაძემ განაცხადა, რომ კომპანია ,,ბიგ სერვისმა" მიწია იმ პირობით იყიდა, რომ 3 წლის განმავლობაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.