რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,გორში წმინდაწყალზე სადრენაჟე სისტემის დაწრეტის შემდეგ მიწების გასხვისება დაიწყება"
ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება იმის გამო, რომ გორში სარწყავი არხის სისტემა მოეწყოს. ამ სისტემით მერია ქალაქში იმ წყალს გაანაწილებს, რომელიც წმინდაწყალზე მდებარე, აწ უქვე გაუქმებული, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის ქვეშაა დაგროვებული.

კომპანია ,,ემბისის" დასკვნის მიხედვით, გაუქმებული სათავე ნაგებობის ქვეშ წყალი თითქმის 18 ჰა-ზეა დაგროვებული. სადრენაჟე სისტემის ზევით, მიწის დიდი ნაწილი გასასხვისებელი. აშენებული სახლები კი, დასარეგისტირებელია.

ჩვენი წყარო, რომელიც გორის მერიაში რამდენიმე წლის წინ მუშაობდა, ამბობს, რომ სწორედ მიწის ქვეშ დაგროვებული წყლის გამო, თვითნებურად აშენებული შენობების მეპატრონეებს ქონებას არ ურეგისტრირებდნენ . ამასთანავე, ირკვევა, რომ მიწა, რომლის ქვეშაც წყალია დაგროვებული, ბევრს სურს.

,,წყლის ხარისხი კარგია, მაგრამ იმის გამო, რომ სათავე, ქალაქის გაზრდის გამო, მოექცა ურბანულ ტერიტორიაზე, სანიტარული ნორმატივებიდან გამომდიბარე, აღარ შეიძლება იქნას გამოყენებული სამელად. ამას გარდა, მუდმივად ბინძურდება სამხედრო ნაწილის ჩამონადენი საკანალიზაციო წყლებით. მას შემდეგ, რაც მისი სასმელად გამოყენება აიკრძალა, სათავე ნაგებობას მოეხსნა დაცვა და გახდა ყველასათვის ხელმისაწვდომ ტერიტორიად. მოსახლეობამ დაიწყო ამ ტერიტორიების უნებართვო მიტაცება, ზოგიერთი იყენებდა საძოვრად, ზოგი იშენებდა უნებართვო საცხოვრებელს, იმის გამო რომ ტერიტორია ეკუთვნოდა წყლის კომპანიას, მასზე რაიმე სახის დაცვითი ან სხვა სახის ხარჯების გაღება მუნიციპალიტეტებს ( არც ქალაქის და არც თემის) არ შეეძლო, ამ ხარჯების არამიზნობრივობის გამო. იგივე მიზეზით მუნიციპალიტეტი ვერ ახდენდა ტერიტორიების მიტაცების პრევენციას." - აღნიშნავს გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი.



გორის ადგილობრივი ხელისუფლება, წმინდაწყლის ტერიტორიის თვითნებურად დაკავების გამო, ცენტრალური ხელისუფლებას სისტემატიურად ატყობინებდა.

,,სათავე ნაგებობაზე არ ჩატარებულა რაიმე სახის ტექნიკური ღონისძიება. შესაბამისად წყლის შემკრები ნაგებობა ისევ ახდენს წყლის შეგროვებასა და ეს წყალი, სათავე ნაგებობიდან არ იხარჯება. არსებობს მიწისქვეშა წყლის საცავი, რომელიც მუდმივად სავსეა. დაგროვებილი წყალი უქმნიდა პრობლემას წმინდაწყლის დასახლებას. იმის გამო, რომ მიწისქვეშა წყლების დონე იყო აწეული და ხშირ შემთხვევაში ეს იყო მიზეზი სარდაფების დატბორვისა, გრუნტი გაჟღენთილი იყო წყლით და ჭარბი ნალექების მოსვლის დროს ვეღარ იღებდა ზედმეტი წყლის მასას შესაბამისა დასახლების დაბალი ადგილები იტბორებოდა. რაც დამატებითი პრობლემა იყო, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტისათვის." - აღნიშნავს მერიის ყოფილი თანამშრომელი.

გაირკვა ისიც, რომ წელს სათავე ნაგებობა გორის მერიას გადაეცა, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შემდეგ, მერიამ გადაწყვიტა, რომ წმინდაწყლის ტერიტორია მიწისქვეშა წყლებისგან გაეთავისუფლებინა.

,,ჯერ ერთი ქალაქს არ აქვს ტექნიკური წყალი. მეორე - მას მერე, რაც სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევა, სათავეზე დაეცემა წყლის დონე და წმინდაწყლის დასხლებისათვის რადიკალურად გამოსწორდება სიტუაცია. სარდაფებში წყლის შემოსვლისა და მოსალოდნელი წყლით დატბორვის თვალსაზრისით. მესამე ქალაქს ( უმეტეს ნაწილში) ექნება საკუთარი პრაქტიკულად უფასო) ტექნიკური და სარწყავი დანიშნულების წყალი. რაც ძალიან წაადგება ინფრასტრუქტურას." - აღნიშნავს სპეციალისტი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.