რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის ოლქის დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.

კანდიდატებს შორის ერთი ქალია. ნანა აღორძინება ,,თავისუფალი საქართველოს" წევრებმა 7 სექტემბერს წარადგინეს.

ყველაზე პირველი, ვინც გორის ოლქის დეპუტატობისთვის პრეტენზია გამოთქვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბადრი ბასიშვილია. 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ლევან ისაკაძის თქმით,  საინიციატივო ჯგუფიდან ლევან ჩხიკვაძის კანდიდატურაცაა წარდგენილი, თუმცა მისგან 1353 ხელმოწერას ელოდებიან. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, ლევან ჩხიკვაძეც კანდიდატად დარეგისტრირდება.

წარდგენილი კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:

ნანა აღორძიება - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ლიდერის" დამფუძნებელია. ასევე დააფუძნა სამედიცინო ცენტრი ,,ლიდერი", დირექტორად მუშაობდა სასწავლო ცენტრ ,,ინტელექტში"

პაპუნა კობერიძე - 2012 წლის არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების" შემადგენლობაში იყო ,,ეროვნული ფორუმიდან"; კოალიციის დაშლის შემდეგ, 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,შენების მოძრაობაში" გაწევრიანდა და საკრებულოს წევრიც გახდა.

ბადრი ბასიშვილი - 2003 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია. ის დიდი ლიახვის ხეობაში ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი იყო. 2006 წელს, როდესაც ,,ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება გაჩნდა და ყოფილი შს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუნდს გამოეთიშა, ბადრი ბასიშვილი ოქრუაშვილს გუნდს დაუპირისპირდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში.

გიორგი ხოჯევანიშვილი - პოლიტიკურ არენაზე 2018 წლიდან გამოჩნდა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა. ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლამდე ის გარკვეულ თანამდებობას იკავებდა პენიტენციურ სისტემაში, თუმცა სოზარ სუბარის გამინისტრების შემდეგ, თანამდებობა დატოვა და სხვადასხვა ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.