რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
გორის მერია გარემოს აბინძურებს
მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, გორის მერია დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ, ნინო გერგაულმა მიიღო.

მოსამართლემ სააგენტოს მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი განიხილა, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას ითვალისწინებს.

საჯარიმო ოქმი იმ ვალდებულებების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც გორის მერიამ არ შეასრულა.

ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გორის მერიამ დაარღვია ამავე კოდექსის 31-ედან 45-ე მუხლის ჩათვლით, არსებული წესები:

ეს დარღვევებია:



- მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

- სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

- შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება

- ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

- მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა

- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

- ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება

- ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა

- სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა

- ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა

- 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე

- არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადისა და პირობების დარღვევა

- გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

- კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა

- ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა

- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა


ამავე საქმიდან ირკვევა, რომ მერიას მანამდე მიეცა მითითება, რომელიც არ გაითვალისწინა. ახალი საჯარიმო ოქმის მიხედვით, მერიამ, უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა. ასევე, არ წარუდგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, გიორგი ბატონისაშვილს, რომელიც სასამართლოში გორის მერიის ინტერესს იცავდა, ასევე, მერიის პრეს-სამსახურის 3 თანამშრომელს, თუმცა, ყველა მათგანმა ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავა. საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, გარემოსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, ყველა სახის ინფორმაცია საჯაროა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.