რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თანხები გორიდან მმართველ პარტიას – არჩევნები 2021
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მმართველი პარტიისთვის შეწირული ფულადი თანხის ოდენობა უკვე 10,8 მლნ ლარს აღწევს. რაც შეეხება წინა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ჯამმა, 15,3 მლნ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საარჩევნო ისტორია გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს, ვიდრე მისი კონკურენტები, რაც არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რომლითაც ეს უთანასწორობა შედარებით შემცირდება.

„პოლიტიკურ ფულს თან ყოველთვის ახლავს კორუფციის რისკები, შესაბამისად, ფინანსების გამჭვირვალობა და მასზე ეფექტიანი ზედამხედველობის გაწევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ პოლიტიკური კონკურენცია სამართლიანი და ამომრჩეველზე ორიენტირებული იყოს“, - ნათქვამია დასკვნაში.

,,ქართული ოცნების“ ანგარიშზე გორიდან ფიზიკური და იურიდიული პირები რიცხავენ თანხებს. ჩვენ შევისწავლეთ ეს პირები თუ ორგანიზაციები, რომლითაც გამოიკვეთა მათი პირდაპირი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან.

ასე მაგალითად,

1. ილია აღდგომელაშვილი

2021 წლის 23 აგვისტოს ორი ტრანში განხორციელდა. თუნუქის სანაცვლოდ, გორის მერიამ (კეთილმოწყობის სააგენტოს ბიუჯეტიდან) 8000 ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს, კომპანიის დირექტორმა, ილია აღდგომელაშვილმა „ქართულ ოცნებას'“ 15 000 ლარი შესწირა.

ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია საჯაროა. პარტიისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, ხოლო გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსგან გადარიცხვის გადარიცხვის ქვითარი გამოქვეყნებულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
გორის კეთილმოწყობის სააგენტომ თუნუქი 2021 წლის 8-9 აგვისტოს იყიდა, ქარის სტიქიისგან დაზარალებული კორპუსების გადახურვის მიზნით. ეს კომპანიაა - „ნინი“.

გარდა ამ კომპანიისა, ილია აღდგომელაშვილი ხელმძღვანელობს სხვა კომპანიებსაც: „ანა“, „ბაზა“ და „ალბინა“.

ეს კომპანიები სხვადასხვა პროფილისაა:

ეს კომპანიები ყიდის სამშენებლო მასალებს – მათ შორის, ქვიშა-ხრეშს, ხოლო კომპანია ,,ალბინა" - ხის მასალებზე მუშაობს, ატენში.

სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებები მისგან ხის მასალებს ყიდულობენ.

2. ალექსანდრე დადიანიძე

მან 23 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ შესწირა 5000 ლარი

იგი არის კომპანია „ახალი თევზის“ მეწილე, „ახალი თევზი“ არის იგივე „უმალი“ - ამ სახელითაა ცნობილი ეს თევზის გადამამუშავებელი საწარმო..

საწარმო შეიქმნა 2015 წელს, მეწილეები იყვნენ ალ. დადიანიძე და ივანე საბაშვილი (ორმაგი მოქალაქე – რუსეთი). მათ შორის წილები განაწილებულია - 50/50-ზე.

2015 წელს საწარმოში სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტომ ინვესტიცია განახორციელა.

ხელშეკრულების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ მათთვის 249,081 აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 311,352 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი ბანკისგან; საკუთარი სახსრებისგან კი, 62 270 დოლარი. ჯამში, პროექტის ღირებულება განისაზღვა 622 703 დოლარით.

2021 წლის 8 ივლისს „ახალ თევზში“ ცვლილებები განხორციელდა.

„ახალი თევზის“ 30% შეიძინა კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ - 300 000 დოლარად. „ახალი თევზის'' მესაკუთრეებში არის ასევე ნუგზარ აბალაკი.

3. არჩილ ეცადაშვილი

23 აგვისტოს გორში მცხოვრებმა დავით ეცადაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა. ეს პიროვნება კომპანია „SVG“-ის დირექტორია, რომლის დამფუძნებელი - ივანე საბაშვილია.

ივანე საბაშვილი იმ „ახალი თევზების“ მეწილია, რომლის წარმომადგენელმა, ზემოთ ნახსენებმა ალექსანდრე დადიანიძემ „ქართულ ოცნებას“ იმავე დღეს 23 აგვისტოს 10 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება „სევიჯს“, ეს კომპანია გიორგი ლომიძემ 2013 წელს დააფუძნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაში, კომპანია „სევიჯი“ იმ საწარმოთა ჩამონათვალშია, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაძლიერდა. „სევიჯი“ მეთევზეობაში გააძლიერეს.

4. ზაზა ჯავახიშვილი


23 აგვისტოს ზაზა ჯავახიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 3000 ლარი შესწირა. ჯავახიშვილი კომპანია „მეტალპლასტის“ ხელმძღვანელია, რომელიც მეტალოპლასტმასის წარმოების კარ-ფანჯრებს ამზადებს.

იგი არის ასევე 2013 წელს დაფუძნებული „ელიტ ავტოს“ და შპს ,,დანახვისას“ მეწილე.

5. ნუკრი ვახტანგაშვილი

23 აგვისტოს ნუკრი ვახტანგაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 15 000 ლარი შესწირა. ის ცხინვალიდან დევნილია და წეროვნის დასახლებაში ცხოვრობს. იგი არც ერთ კომპანიასთან ფიგურირებს. უცნობია, საიდან ჰქონდა ამ რაოდენობის თანხა.

6. მიხეილ ედილაშვილი

9 სექტემბერს მან „ქართულ ოცნებას“ 3 000 ლარი შესწირა. ედილაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ცხოვრობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ედილაშვილის სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაძლიერდა.

7 . „იბოლია“

26 აგვისტოს კომპანია „იბოლიამ“ მმართველ გუნდს 20 000 ლარი შესწირა. ეს კომპანია იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის, რომელიც 2018-2021 წლებში პარლამენტის წევრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

„იბოლია“ ყველაზე გულუხვი იყო 2011 წელს, როდესაც კომპანიის სახელით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 100 000 ლარი შესწირა. „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს, „იბოლიას“ დირექტორმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ იძულებით გადარიცხა.

8. ინგა სვიანაძე

23 აგვისტოს ინგა სვიანაძემ „ქართულ ოცნებას“ 5 000 ლარი შესწირა.

სვიანაძე კომპანია „ელიტ ჰაუსის“ დამფუძნებელია. დაფუძნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ 50% გაასხვისა. „ელიტ ჰაუსმა“ მისამართი გორიდან ბათუმში შეიცვალა. კომპანიამ სახელიც შეიცვალა და „ფერეიდან ჰაუსითაა“ ცნობილი.

9. აგროქართლი

30 აგვისტოს გორში მოქმედმა საწარმომ, „აგროქართლმა“ მმართველ პარტიას 10 000 ლარი შესწირა.

ეს კომპანია, 2018 წლიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 600 000 ლარი გამოყო, ბანკისგან შეღავათიანი კრედიტი – 844 392 ლარი; ხოლო საკუთრი სახსრებიდან 244 390 ლარი.

ამ პროგრამის მიხედვით, კომპანიას შეუძინეს მატერიალური საშუალებები იმისათვის, რომ მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, მიეღო პროდუქცია (ვაშლი, ატამი და ა.შ.), შემდეგ კი, - მოეხდინა მისი რეალიზაცია.

კომპანია ვალდებულია 5 წლის განმავლობაში დაფაროს სესხი, წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 82-85 ათასი ლარი გადაიხადოს.

ვიდრე „აგროქართლი“ ვალდებულებებს შეასრულებს, ხელშეკრულების მიხდვით, „აგროქართლის“ ქონების დიდი ნაწილი გირაოვნობით დატვირთული იქნება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ.

პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობა

პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, ფინანსური სახსრები მოიზიდონ კერძო პირებისგან, კანონით დადგენილი კერძო დაფინანსების ყველაზე მსხვილი კატეგორიებია:

1) საწევრო შენატანები - საწევრო შენატანების წლიური ოდენობის ზედა ზღვარი 1 200 ლარია.

2) შემოწირულებები

შემოწირულებების განხორციელებისას კანონი ადგენს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ შეზღუდვებს:

შემომწირველი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით;

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს;

ასევე, აკრძალულია შემოწირულების მიღება: სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან; სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისგან; არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან; ანონიმური ფორმით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.