რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო შეისწავლის ხაშურში გამოცხადებულ 1.4 მლნ-იან ტენდერის პირობებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს, თვლის, რომ რომ ხაშურის თვითმმართველობაში კანონს არღვევენ. საუბარია კონკურენციის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვით, მერიამ ყველა კომპანია თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს.

კომპანია, რომელიც ხაშურის მერიას კანონის დარღვევაში ამხელს, შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფია. მისმა ხელმძღვანელმა საჩივრით უკვე მიმართა როგორც კონკურენციის სააგენტოს, ასევე შესყიდვების სააგენტოს.  საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ ხაშურის მერია იყენებს მარნეულისა და გორის მერიის მეთოდს.

საქმე იმაშია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა 1,4 მლნ-იანი ტენდერი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს სურს, რომ დაიქირავოს ინსპექტირების ჯგუფი. ამ ტენდერში მერიამ ასეთი შეზღუდვა დააწესა:

,,პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკრედიტაციის სტატუსთან მიმართებაში.""

ამ ტენდერში მონაწილეობის სურვილი აქვს შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს, თუმცა მას აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვს დავა.

,,ღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიმართულია ჩვენი ორგანიზაციის, შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"-ს ზემოაღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვისკენ. აღნიშნული ჩანაწერი, თბილისის საქალაქო სასამართლოზე მითითება პირდაპირ ადასტურებს ჩვენი კომპანიის ტენდერში მონაწილეობის აკრძალვაზე, რადგან მხოლოდ ჩვენ კომპანიას აქვს დავა აკრედიტაციის სტატუსთან და მხოლოდ ჩვენ კომპანიის დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო."" - აღნიშნავენ შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის საჩივარში.

რატომ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნული კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება არაკვალიფიციურ მომსახურებად?

და რა რისკ ფაქტორების წინაშე შეიძლება დადგეს ხაშურის მერია ასეთ შემთხვევაში და ასეთი გარემოების არსებობისას?

კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავა არ ნიშნავს, იმას რომ მონიტორინგის ჯგუფს არ გააჩნია აკრედიტაცია.

როგორც ირკვევა, ხაშურის მერიას სურს, რომ 1.4 მლნ-იანი ტენდერი მოაგებინოს სხვა კომპანიას ,,ოპტიმალ გრუპს"", რომელსაც წლებია შიდა ქართლში დომინანტი პოზიცია უკავია.

,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფში" განმარტავენ, რომ შესაძლოა ,,შპს ოპტიმალ გრუპ +""-იც დადგეს აკრედიტაციის გადასინჯვის საფრთხის წინაშე.

,,ნებისმიერ დროს შეიძლება დადგენს ნებისმიერი ორგანიზაცია აკრედიტაციის სრულად ან აკრედიტაციის სფეროს შეჩერების რისკის წინაშე, ის გარემოება, რომ ჩვენი ორგანიზაცია იმყოფება აკრედიტაციის ერთიან ორგანოსთან -აკრედიტაციის ცენტრთან დავაში, შემსყიდველს არ უქმნის არანაირ რისკებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით."" - წერს მომჩივანი კომპანია.

საინჟინრო კომპანიის წარმომადგენელი პირდაპირ აცხდებს, რომ ხაშურის მერიის ჩანაწერი წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ ჩანაწერს:

გვინდა გაცნობოთ, რომ შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოს მიმართ, სატენდერო პირობების სადაო ჩანაწერთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა კონკურენციის სააგენტოს და ჩვენი საჩივარი კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში.""- წერია საჩივარში.

საჩივრის მიხედვით: შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"-ს გააჩნია: ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობანაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობავენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების, სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება, რომელსაც ახორციელებს შეუზღუდავად, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებში იღებს მონაწილეობას შეუზღუდავად და ჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ხაშურის მერიაში ჯერ პასუხი არ მოუმზადებიათ. მათი პოზიცია გაჟღერდება შესაგებელი საჩვრის გამოქვეყნებისთანავე.

ფოტოზე: ხაშურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.