რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
"კითხვა - პასუხი" - რა არის დისკრიმინაცია?
1. რა არის
დისკრიმინაცია?
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio- განსხვავება) - ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო.
დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დე იურე - სამართლებრივი დისკრიმინაცია), ან მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს - დე ფაქტო.
2. აკრძალულია თუ არა დისკრიმინაციასაქართველოში?
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვაშეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა,რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლი ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.
მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრისდა სხვა ნიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა.
კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.
დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის 1421 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა, დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.
3. ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?
დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.
დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.
4. ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე, კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაშიმითითებულიძირითადიუფლებანიდათავისუფლებანი, მათიშინაარსისგათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.
მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯარო სამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებად (ააიპ) რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის დაწესებით შესაძლოა განხილულ იქნეს დისკრიმინაციად.
5. რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?
პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა - პირდაპირი და ირიბი.
პირდაპირი დისკრიმინაცია არისისეთიმოპყრობაანპირობებისშექმნა, რომელიცპირსდადგენილიუფლებებითსარგებლობისასდისკრიმინაციის რომელიმენიშნისგამოარახელსაყრელმდგომარეობაშიაყენებსანალოგიურპირობებშიმყოფსხვაპირებთანშედარებით.
მაგალითად, პირდაპირია დისკრიმინაცია თუ კანონი პირდაპირ და გაუმართლებლად ზღუდავს რასის, კანისფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელმდგომარეობაში აყენებს ანა ლოგიურ პირობებში მყოფს ხვაპირებთან შედარებით ან თანაბარმდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი
გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.
შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ,
ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის,
USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

ამავე კატეგორიაში

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრტაციის უფროსი გიორგი ხორბალაძე,

წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები