რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პოლონეთის ყოფილი პარლამენტარი ლობისტობას გორის მერსაც სთავაზობდა
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იმ ადამიანთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელმაც მას პოლონეთში ვიზიტის დროს, გრანტების მიღებაში დახმარება შესთავაზა.

ამის შესახებ ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა. მისი თქმით, პირადად, ამ თემაზე ანტიკორუფციული სამსახურისთვის არ უსაუბრია, თუმცა, საქართველოში დაბრუნებისას რამდენი ადამიანს, მათ შორის, გუბერნატორს, სამსახურის წარმომადგენლებს და ა.შ. პირებს უამბო.

,,ის საკითხი, რომ მე მივაწოდე პირადად ეს ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს, ეს ტყუილია. არც დავუბარებივარ და არც დავუკითხივარ. შესაძლებელია, მე გარკვეული უარყოფითი განცდა გამიჩნდა მასთან საუბრის შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან რაიმე გარიგება შედგა" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი. მას დღემდე ვერ გაურკვევია, როგორ აღმოჩნდა თომას მაკოვსკის მანქანაში, რომლითაც დაახლოებით 100 კმ მანძილზე მარტოებმა ერთი ქალაქიდან მეორეში გაიარეს.

ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში ბიალისტოკის დღეებზე 2015 წელს იყო მიწვეული. მასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და ამავე საკრებულოს სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

,,თვითონ მოვიდა, გამეცნო, თავი წარმიდგინა პარლამენტის წევრად. თქვა, რომ მომავალ პარლამენტის არჩევნებზეც იყრის კენჭს. იქვე ისიც გაირკვა, რომ უკვე იცნობდა პაპუნა კობერიძეს. პაპუნა ჩემამდე გორის გამგებელი იყო და მაკოვსკის გვითხრა, რომ გორთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა" - იხსენებს ზურაბ ჯირკველიშვილი. 

რამდენიმე დღის შემდეგ, გორის დელეგაცია სხვა ქალაქში მიიწვიეს. დელეგაციის წევრები ავტობუსით წავიდნენ, თუმცა, გორის მერს, როგორც პირველ პირს, მანქანით წასვლა შესთავაზეს.

,,მანქანაში მე და მაკოვსკი ვისხედით. ახლაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ მანქანაში. დაახლოებით 100 კმ მანძილი გავიარეთ. ამ კაცმა მითხრა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთში ბევრი გრანტი შემოდის და შეუძლია ამ გრანტის მოპოვებაში დაეხმაროს გორს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ვითანამშრომლებთო." - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ჩვენს შეკითხვაზე, რა იგულისხმებოდა თანამშრომლობაში, ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ კითხვა არ გასჩენია: ,,მაშინ ჯერ გამოუცდელი ვიყავი, ახალი დანიშნული ვიყავი მერად და ეს კითხვები არ გამჩენია. ახალი გაცნობილი მყავდა ადამიანი და ლოგიკურია ხომ, რომ ასეთი გარიგება არ შედგებოდა" - განმარტავს გორის მერი.

მომდევნო წელს თომას მაკოვსკი საქართველოში ჩამოდის. ის პოლონეთის არჩევნებში მარცხდება, აღარაა პარლამენტის წევრი, მაგრამ გორის მერს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ესტუმრა.

,,გორში შევხვდით, ჩემს კაბინეტში რამდენიმე ადამიანთან ერთად. საუბარი შეეხებოდა სხვადასხვა პროექტებს, რომლის განხორციელებას ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებდა. როგორც შემდეგ გავიგე, მძღოლები მიყავდა პოლონეთში სამსახურის დაწყების იმედით. ამის შემდეგ, მე საერთოდ არანაირი შეხება მქონია ამ კაცთან. გავიგე შემდეგ, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა დაუმყარებია გორის გამგებელთან დავით ონიაშვილთან, რა და როგორ? ეს მე არ ვიცი" - ასკვნის ჯირკველიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ შს სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური გორის გამგებლის დავით ონიაშვილისა და პოლონეთის ყოფილი პარლამენტარის თომას მაკოვსკის ფინანსური ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც პოლონეთიდან გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაბრუნდა. მაკოვსკი ტურიზმის ცენტრში მრჩევლად იყო გაფორმებული, იღებდა 1500 ევროს (ეკვივალენტი ლარებში) და კულტურის სამსახურის უფროსის, არსენ აზალაძის თქმით, ეწეოდა ლობისტურ საქმიანობას პოლონეთში. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.