რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
წმინდა გიორგის ტაძრები გორის მუნიციპალიტეტში
გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღესასწაული აღინიშნება. ხალხური ,,გიორგობა" სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

ლეგენდის მიხედვით, საქართველოში არსებობს წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო ( წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).
მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილი, ვერა ბარდაველიძე და სხვ.), გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების შესახებ, ინფორმაცია მოიძია. შესაძლოა, ის არასრული იყოს.

სოფელი გორიჯვარი
1. წმ. გიორგის ტაძარი

 


გორიჯვრის მთაზე, უძველესი ტაძარი - გორიჯვარი მდებარეობს. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს-ის ნაგებობა იყო. ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, ტაძრის საძირკველში დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი.

სოფ. ბობნევი:
2. წმ. დიდმოწამე გიორგის ტაძარი


სოფელ ბობნევის სამხრეთით, მთის შევაკებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (5,25 X 3,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ღრმა აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სამი პატარა ნიშია (ორი ნიში შეწყვილებულია). აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შირიმის იმპოსტებია. ეკლესიის ეზოს შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი სამხრეთ კედლის სიმაღლე 2,5–3 მეტრამდეა. ამ კედელში დატანებულია ოთხკუთხა ნიშები.

სოფ. ყველაანთუბანი:

3. წმ. დიდმოწამე გიორგის ტაძარი



სოფ. კარალეთი:
4. წმიდა გიორგის ტაძარი



სოფ. სათემო:
5. წმიდა გიორგის ტაძარი

სოფ. ძევერა:
6. წმიდა გიორგის ტაძარი



ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,2 მ) ნაგებია მომცრო რიყის ქვით, (წყობა ირეგულარულია), კუთხეები, სარკმლები, შესასვლელები, პილასტრები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი - ღვინისფერი ტუფის მოზრდილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ორივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. 

სოფ. პატარა გარეჯვარი:
7. წმიდა გიორგის ტაძარი

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია.  ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.

სოფ. ყელქცეული:
8. წმიდა გიორგის ტაძარი

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის ქვემო უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. კონქში რვა სარეზონატორო ქვევრია ჩატანებული. ხის კანკელზე შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობა.

სოფ. სვენეთი:
9. წმიდა გიორგის ტაძარი

სოფ. უფლისციხე:
10. წმ. გიორგის ტაძარი



ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში. მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, თვალსაჩინო ადგილას, ამაღლებული კლდის მასივზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია აშენებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთები.

სოფ. ზერტი:
11. წმიდა გიორგის ტაძარი



ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1839 წელს. ეკლესია დარბაზულია (11 X 7 მ), ნაგებია რიყის ქვით.

სოფ. მეჯვრისხევი:
12. წმიდა გიორგის ტაძარი

სოფ. არბო:
13. წმიდა გიორგის ტაძარი
14. გერის წმიდა გიორგის ტაძარი






არბოს წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, შუა სოფელში, მთავარი გზის პირას. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით. გერის წმინდა გიორგის ეკლესია დიდ სალოცავად ითვლებოდა ქართლში. სოფელი გერი მდებარეობს ცხინვალიდან 22 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ღვრიის (მდინარე პატარა ლიახვის შენაკადი) სათავისკენ. სამწუხაროდ სოფელი გერი 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. გერის წმინდა გიორგობა ქართლში იმართებოდა სოფელ გერსა და არბოში. გერი იყო ამ ხატის მთის საბრძანისი, არბო კი ბარის.

სოფ. მერეთი:
15. წმიდა გიორგის ტაძარი


სოფელ მერეთის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აშენებულია 1818 წელს. ეკლესია დარბაზულია (12 X 6,7 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები თლილი ქვისაა, ლავგარდანი - აგურის. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. სამხრეთის შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან დასრულებულია დეკორატიული ტიმპანით. დასავლეთისა თაღოვანია და გარედან სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. დასავლეთ ფასადის ფრონტონის ქვეშ, აგურის წყობაში, გამოყვანილია საკმაოდ დიდი ჩაწეული ჯვარი. სამხრეთ ფასადის დასავლეთ კუთხეში, 1,8 მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია დიდი ზომის თლილი ქვა წარწერით, რომელიც გვამცნობს ძეგლის აშენების თარიღს. ეკლესიის ლავგარდანი სამსაფეხურიანია. ორფერდა სახურავის კრამიტი მოგვიანებით თუნუქის ფურცლებით შეუცვლიათ.

სოფ. ფხვენისი:
16. წმიდა გიორგის ტაძარი

ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9X5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო

სოფ. ტყვიავი:
17. წმიდა გიორგის ტაძარი


ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (5,83X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა.

სოფ. ქვემო სობისი:
18. წმიდა გიორგის ტაძარი

სოფ. მარანა:
19. წმიდა გიორგის ტაძარი





სოფ. შინდისი:

20. წმ. გიორგის ტაძარი
21. წმ. გიორგის ტაძარი

სოფ. ჯარიაშენი:
22. წმიდა გიორგის ტაძარი

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (10,2 X 6,2 მ.), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორსავე მახარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. სახურავი კრამიტისაა.

სოფელი გარდატენი
23. დანახვისის წმ. გიორგის ტაძარი


იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 343,1). მდებარეობს გორის მუნიც-ში, სოფელ გარდატენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, მთის წვერზე. ვახუშტი ბაგრატიონი დანახვისის შესახებ გადმოგვცემს: „დანახვისი დგას მაღალსა მთასა ზედა, ეკლესია წმინდა გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“ (ქც 4: 343,1,2). დანახვისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთი კედლის ზედა ნაწილშია. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად მიშენებულია ოვალური კონტფორსი (სძა 1990: 52)


სოფ. ოლოზი
24. წმ. გიორგის ტაძარი

სოფელ ოლოზის დასაწყისში, მთის ფერდობზე. დაუთარიღებელია. ეკლესია დარბაზულია (6,2 X 4,2 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და რიყის მოზრდილი ქვებიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტის იყო.

სოფ. საყავრე
25. წმ. გიორგის ტაძარი
საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი.

სოფ. საქაშეთი
26. წმ. გიორგის ეკლესია

საქაშეთის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (6,9X5,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარი სამხრეთით აქვს. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა

სოფ. ახალდაბა
27. წმ. გიორგის ეკლესია


ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კ ა რ ი ბ ჭ ე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი

სოფ. ნადარბაზევი
28. წმ. გიორგის ეკლესია

წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.

სოფ. ოთარშენი
29. წმ. გიორგის ნიში

ოთარშენის წმ. გიორგის ნიში (თარიღი დაუდგენელია) დარბაზულია (3,8X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 0,7 მ სიმაღლეზე, გადარჩენილია მხოლოდ შესასვლელის სამხრეთი წირთხლის ორი ღვინისფერი შირიმის ქვა. შესასვლელი დასავლეთითაა. საკურთხეველი სწორკუთხაა.

სოფ. ღვარები
30. წმ გიორგის ეკლესია

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარებში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

სოფელი სკრა

31. წმ გიორგის ტაძარი (გომარეთის)
32. წმ. გიორგის ტაძარი


სოფ. კარბი
33. წმ. გიორგის ტაძარი


კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. სამწუხაროდ ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს. კარბის წმ. სამების ეკლესიის აგების სავარაუდო პერიოდად გვიანი შუა საუკუნები, კერძოდ კი, XVI-XVII საუკუნეები სახელდება, თუმცა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბის ეკლესია უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნება.


34. აძვის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე „წმინდა მუხის“ ტყეში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.


35. დიდი ატენის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ძველ უბანში. ასომთავრული წარწერის მიხედვით აგებულია 1060-1072 წლებში.


36. დიდი ხურვალეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხურვალეთის ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.


36.  ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია


ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის განაპირას, აღმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.


37. კვარხითის წმინდა გიორგის ეკლესია


ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.


38. კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის დასავლეთით, ორი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.


39. ქვემო ნიქოზის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.


გამოყენებულია საქართველოს საისტორიო ძეგლების მასალები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.