რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ჯერ იატაკი არ დაგვიგია" - გორის სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას არ ადასტურებენ
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამშენებლო კომპანიის
წარმომადგენლებმა დღეს განუცხადეს.
მათი თქმით, დარბაზებში იატაკი არ დაგებულა, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი და არ დასრულებულა საქვაბის მშენებლობა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა.
,,იატაკის დაგებას 15 გრადუსი სითბო მაინც უნდა. საქვაბე რომ მზად იყოს, ამ შემთხვევაში გათბობას ჩავრთავდით, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირიც. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება," - აცხადებს მშენებლობის ზედამხედველი.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც შენობის დასრულებისას წარმოიშვება, არის ის, თუ რომელი უწყება შეინახავს სპორტის სასახლეს.
,,სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გადაეცეს. რა დაუჯდება მისი შენახვა, ამის გაანგარიშება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის." - აცხადებს მშენებელი.
სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

ამავე კატეგორიაში

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.

საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები