რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სიხარული 23 წლის შემდეგ - შუქი გაგლოანთუბანში
გორიდან 38 კილომეტრში, მდინარე ტანას ხეობაში, 7-კომლიანი ოსური სოფელი გაგლოანთუბანი მდებარეობს. ელექტროენერგიის მიწოდება აქ 23 წლის წინ შეწყდა. რევაზ გაგლოშვილის ოჯახში დღეს ნათურა საზეიმოდ აანთეს. დასახლებაში, ძირითადად, გაგლოშვილები ცხოვრობენ. სახელწოდებაც აქედან მოდის.

მთიან სოფელში მესაქონლეობას მისდევენ. შემოსავლის წყაროც აქედან აქვთ. კომუნისტების პერიოდში გზაც კარგი იყო და მოსახლეობაც მეტი იყო. ,,ეს ხეობა რომ ძლიერი იყო, გორის ბაზარში პროდუქციაც იაფი იყო. სულ აქედან ჩაჰქონდათ ბაზარში პროდუქტი" - ამბობს ბოშურის თემის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში მურად თოფჩიშვილი. გაგლოანთუბანი, სწორედ, ბოშურის თემს ეკუთვნის.

აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია. რევაზ გაგლოშვილის მეუღლე სოფლის დეპუტატის მურად თოფჩიშვილის ბიძაშვილია. 90-იან წლებში, არეულობის დროს, ოსების დიდმა ნაწილმა ხეობა დატოვა: ,,მართალია, აქ დაპირისპირება და კონფლიქტი ერთმანეთში საერთოდ არც კი ყოფილა, მაგრამ საერთო მდგომარეობის გამო ბევრი იძულებული გახდა, მაინც წასულიყო." - იხსენებს თოფჩიშვილი, რომელიც 1991 წლიდან აღნიშნულ სოფლებს თავკაცობს.

დენის შეწყვეტის მიზეზი ტრანსფორტის უქონლობა იყო. სოფლის წარმომადგენლის თქმით, ტრანსფორმატორი 23 წლის დაზიანდა, წაიქცა. იმ პერიოდში ახალი ტრანსფორმატორის ყიდვა შეუძლებელი იყო, რამაც სადენების მოპარვას შეუწყო ხელი.

,,როგორც კი ქვეყანაში დენის პრობლემის მოგვარება დაიწყო, დავიწყეთ გორში განცხადებების შეტანა, მაგრამ პასუხად უარი მოგვდიოდა. ვიცითო, რომ დენი არა გაქვთო, მაგრამ ამ ეტაპზე არც თანხები არისო. მხოლოდ ამ მთავრობის ხელში მოგვარდა ეს პრობლემა და ამისთვის რა თქმა უნდა მადლობლები ვართ" - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი რევაზ გაგლოშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მიერ 2013 წელს გაცხადებული პროგრამა ,,დენი მთიან სოფლებს" გაგლოანთუბანსაც შეეხო. ,,ის, რომ ამ დასახლებაში პროგრამის განხორციელება დაჩქარდა, ეს რეგიონის გუბერნატორის, მისი ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია." - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. ამ ეტაპზე ერთადერთი ხარჯი, რის გაღებაც ოჯახის წევრებს უწევთ, შიდა კაბელების და ნათურების ყიდვის ხარჯია. ,,ერთი ჭაღი ჩვენზე იყოს" - უპასუხა გამგებელმა ერთ-ერთ მასპინძელს.

დენის მოგვარების შემდეგ მთავარ პრობლემად მისასვლელი გზა სახელდება. ბოშურის სიახლოვეს, ფერდობზე, სტალინის ბიუსტი დგას, რომელიც სტუმრებს ,,ესალმება". დაზიანებულ გზაზე მოძრავი მანქანის მგზავრებისთვის დღესდღეობით ძნელია მისი შემჩნევა. გზას ეტყობა, რომ კომუნისტების პერიოდში ასფალტი ჰქონდა გადაკრული.

,,ზაფხულობით ამ გზებზე მანქანების ტევა არ არის, ბევრი დამსვენებელი ამოდის. აქ რომ კარგი გზა იყოს, წარმოიდგინეთ, რომ უფრო მეტი ხალხი ამოვა" - ამბობენ ადგილობრივები.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.