რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მუდმივი შიში - გორის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 800-მდე შტატგარეშე პირი
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების დასაფინანსებლად 2018 წელს 13 700 000 ლარია გათვალისწინებული. 2017 წელს კი, დაფინანსება 12 700 000 ლარს აღწევდა. მიმდინარე წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა 10-ია, გასულ წელს კი, - 37 იყო. რეორგანიზაცია მიზნად საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას ისახავდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორში ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ა(ა)იპ-ების შერწყმა გაერთიანება მოხდა. ახალ ერთეულში ჩამოყალიბდა 10 მუნიციპალური ორგანიზაცია, რომელთა დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტის 35.2% გამოიყო. აქედან ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა, რომელსაც ფინანსური წილის მიხედვით, კეთილმოწყობის სააგენტო მოსდევს.

ბიუჯეტთან ერთად განსხვავებულია სახელფასო ფონდის რიცხვი და თანამშრომელთა რაოდენობა. ამ დროისთვის ზოგიერთ ა(ა)იპ-ში შტატგარეშე თანამშრომლებს სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ და სექტემბრიდან შესაძლოა მათი რიცხვი მუნიციპალურ ორგანიზაციებში შეიცვალოს. ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს საკითხი საჭიროების მიხედვით გადაწყდება.

ყველაზე მეტი შტატგარეშე კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ჰყავს დასაქმებული - 425; შემდეგ მოდის, კეთილმოწყობის სააგენტო - 250. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში - 75; სტრატეგიული განვითარების სააგენტოში - 16;

გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში შტატგარეშე დასაქმებული პირების ნაწილს სახელშეკრულებო ვადა ამოეწურა, ნაწილი კი აგვისტოს ბოლომდე ისევ აგრძელებს მუშაობას. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ქვათაძის ინფორმაციით, შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი სულ 425-ს შედგენს, აქედან 241-ს 3 თვიანი სახელშეკრულებო ვადა ივლისის ბოლოს, ნაწილს კი აგვისტოს ბოლოს უმთავრდებათ. დარჩენილ რაოდენობას (184 თანამშრომელი) შრომითი ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. საერთო ჯამში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სახელფასო ფონდი მიმდინარე წელს 1 419 100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება შტატიან თანამშრომლებს, მათი რიცხვი 46-ია. მათი ანაზღაურებისთვის სულ 439 350 ლარია გათვალისწინებული. 2018 წლის მთლიანი სახელფასო ფონდი (შტატიანი და შტატგარეშე) კი აღნიშნულ სააგენტოში1 858 450 ლარითაა განსაზღვრული.

სახელშეკრულებო ვადა ამოეწურა (1 აგვისტოს) შტატგარეშე დასაქმებულ 75 თანამშრომელს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. მისი ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ უსამსახუროდ არცერთი მათგანი არ დარჩება და საქმიანი ურთიერთობა ყველა მათგანთან გაგრძელდება. რაც შეეხება შტატიან თანამშრომლებს, მათი რიცხვი 823 -ს შეადგენს. სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 5853700 ლარია აქედან სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებულია 2 078 712 ლარი, დანარჩენი თანხა კი გადანაწილებულია აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის, სკოლამდელი დაწესებულების კომუნალური გადასხადების დაფარვის, ავეჯის, საკანცელარიო და ჰიგიენური საშუალებებით მომარაგების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოში კი სულ 28 თანამშრომელი მუშაობს. აქედან 12 შტატიანი, დანარჩენი 16 კი შტატგარეშეა. ყველა მათგანს სახელშეკრულებო ვადა 2019 წლის 1 იანვარს ეწურება. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხა წელს 124 900 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის, (306 000) დანარჩენი ნაწილი კი შტატგარეშე თანამშრომების ანაზღაურებაზე, კომუნალურ და სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული.

კეთილმოწყობის სააგენტოს მუნიციპალური ა(ა)იპებიდან სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შემდეგ ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს და ის წელს 2 386 500 ლარს შეადგენს. აქედან სახელფასო ფონდისთვის 382 000 ლარია გათვალისწიენბული. სააგენტოში 41 შტატიანი თანამშრომელი, 250 კი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.