რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,წყალი ისეთი წნევით მოდის, სარეცხის მანქანები ხორუმს ცეკვავენ"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი
წყლის ახალი სისტემა კვლავ დაზიანდა. ააიპ გორის მუნიციპალიტეტის
წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი დაზიანებული კერა
გუშინ გააკეთეს.
სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი ვეღარ ითვლის ამ სოფელში დაზიანებული კერების რაოდენობას და შემდეგ მისი რეაბილიტაციის რიცხვს. წყალგამანაწილებელ ჭებში სასმელის წყლის მილები იმ წნევას ვერ უძლებს, რაც მაღლობზე განთავსებული რეზერვუარიდან მიედინება.
,,წყალი ისეთი წნევით მოდის, სარეცხის მანქანები ხორუმს ცეკვავენ" - განუცხადა სოფლის გამგებელმა კოტე თავზარაშვილს თათბირზე. თათბირზე განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ქვახვრელის პრობლემები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ სოფლის გამგებლის რეპლიკამ ხალისი გამოიწვია.
ქვახვრელში, აიიპ წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა, ცენტრალურ მაგისტრალზე მეორე წყალგამანაწილებელი ჭა დაამონტაჟეს, იმ მიზნით, რომ დიდი წნევით მომდინარე წყლის სიჩქარე შეამცირონ.
ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დამთავრდა.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები