რედაქტორის რჩევით
ყობში ბოსიკოვების ოჯახს საოჯახო ტექნიკა გაუგზავნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს სარეცხის
მანქანა, ტელევიზორი და გაზქურა ნიკა რურუას სახელობის ფონდის
წარმომადგენელმა ანა ჭარხალაშვილმა ჩაუტანა, თუმცა უგზოობის გამო
„გჯეროდეს საქართველოს“ წევრები ყობამდე ვერ მივიდნენ, რის გამოც
ტექნიკა სოფელ წაღვლში ბოსიკოვების ნათესავებთან დატოვეს.
„გზა აშრება თუ არა ტექნიკას ბოსიკოვებთან მიიტანენ. წაღვლამდე მივედით, თუმცა ტალახის გამო ყობში ვერ ჩავედით და საჩუქარი პირადად ვერ გადავეცით ბოსიკოვებს“- უთხრა Qartli.ge-ს ანა ჭარხალაშვილმა.
ყობში გენადი ბოსიკოვი მეუღლესთან, სვეტლანა თიგიშვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. სოფელს ჩრდილოეთიდან ოკუპირებულ წნელისი ესაზღვრება, სამხრეთიდან კი წაღვლი.
ყობს 2001 წლის შემდეგ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამასთან დაკავშირებით Qartli.ge-მ რეპორტაჟი 3 კვირის წინ მოამზადა, რის შემდეგაც იქ USAID-ის წარმოამდგენლები მივიდნენ და მზის ბატარიები დადგეს. ბოსიკოვებმა ნათურა 31 ოქტომბერს აანთეს.
ამავე თემაზე: სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
ყობში ბოსიკოვების ოჯახში დენი ჩართეს

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები