Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ეტლით გორში
ყოველ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე, სოსო ქალაქში გამოდის. უმართლებს, რომ კორპუსში არ ცხოვრობს. მიდის ახალბაღში ან სტალინის მუზეუმის სკვერში. ამ ინტერვიუსთვისაც ახალბაღის სკვერში დავთქვით შეხვედრა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მუზეუმის ეზოში გადავინაცვლეთ.

42 წლის სოსო ქუმელაშვილი 2007 წლიდან ეტლით მოსარგებლეა, თუმცა აქტიური ცხოვრება 2014 წლიდან დაიწყო. გვიყვება, რომ გარემოსთან ადაპტაცია თვითონაც გაუჭირდა და ხალხმაც რთულად მიიღო, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოების ცნობიერება შშმ პირების მიმართ გაიზარდა და ახლა ქალაქის ქუჩებში გადაადგილება მისთვის უფრო იოლია.

„სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად ნადარბაზევის გზაზე ავარიაში მოვყევი. იმის გამო, რომ გონზე ვიყავი და სიარული შემეძლო, ექიმებმა ჩემი დაზიანებები სწორად ვერ შეაფასეს, რის გამოც ხერხემლის პრობლემა გამოეპარათ. სიარული არ შეიძლებოდა,მაგრამ არ ვიცოდი, რა მჭირდა და მაინც დავდიოდი, ამიტომ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და საბოლოოდ ეტლით მოსარგებლე გავხდი“ - იხსენებს სოსო ქუმელაშვილი.

დიდი დრო დასჭირდა, რომ მდგომარეობას შეგუებოდა და ქუჩაში ეტლით გამოსულიყო. იცოდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევდა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

„ქალაქის ქუჩებში ნამდვილად იყო პრობლემები, რაც გადაადგილებაში ხელს მიშლიდა. პანდუსები ზოგან იყო, მაგრამ სტანდარტებში არ ჯდებოდა, ზოგან საერთოდ არ იყო. იშვიათად მხვდებოდა ისეთი პანდუსი, რომლის გამოყენებასაც შევძლებდი. თუმცა თანდათან, წლიდან წლამდე, გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ პრობლემები ისევ არის. ახლა დაიწყეს ქალაქის ქუჩების მოპირკეთება და გამიხარდება, თუ შშმ პირებისთვის ყველაფერი ადაპტირდება. გორში ორი სუპერმარკეტია, სადაც საჭიროების შემთხვევაში დავდივარ, ერთი ახალბაღთან რომ არის „მაგნიტი“ და მეორე სტალინის ბაღთან „ნიკორა“ , რადგან ამ მაღაზიებში რაც მინდა ყველაფერს ჩემ გემოზე ვიღებ და დახლებს შორის გადაადგილებაც არ მიჭირს. სამწუხაროდ, სხვა მარკეტები ამ მხრივ მოსაწესრიგებელია. არც კაფე-ბარები და რესტორნებია ადაპტირებული. შესასვლელი კარი კი ჯდება სტანდარტებში, განიერი ჩარჩო აქვს, თუმცა საფეხურებია და შენობაში შესასვლელად დამხმარე მაინც გჭირდება. ამასაც თუ გაითვალისწინებენ კერძო დაწესებულებები კარგი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ზოგჯერ კაფე-ბარშიც და რესტორანშიც მივდივართ. მართალია, როდესაც გვჭირდება, რესტორნის პერსონალიც გვეხმარება გადაადგილებაში და სხვაც, მაგრამ ჩვენც უხერხულად ვართ ხალხს რომ ვაწუხებთ. გორში ბევრი ეტლით მოსარგებლეა, რომელიც გარეთ წელიწადში 2-3-ჯერ გამოდის, რადგან კორპუსებში ლიფტები არ აქვთ. გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელებიც არ არის ჩვენთვის ადაპტირებული. თბილისში ასაკეცი ელექტროლიფტია დაყენებული მიწისქვეშა გადასასვლელებში. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ასეთი კომფორტი. გვესმის, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა“,- ამბობს სოსო ქუმელაშვილი და მადლობას უხდის მედიას, რომ შშმ პირებს ხშირად ეძლევათ საშუალება ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.



ფოტოზე: სოსო ქუმელაშვილი სახლთან

„ახლა უკვე საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა ჩვენს მიმართ და გარემოც მეტნაკლებად ადაპტირდა. თავიდან, როდესაც ეტლით მოსარგებლეებმა დავიწყეთ აქტიური ცხოვრება და ჩვენთვი ადაპტაციისათვის ხელშემწყობი გარემო პირობები იქმნებოდა, საზოგადოებისგან გარკვეული რეაქციები იყო, რაც ჩვენთვის ცოტა საწყენი და გამაღიზიანებლია. მაგალითად, ამბობდნენ „რა საწყლები არიან“, „შეხედე ეტლით დადის“, „რა უნდათ, სახლში ვერ დაეტევიან?“ და ამგვარი რაღაცები, მაგრამ ნელ-ნელა სასიკეთოდ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ჩვენდამი. ალბათ, იმიტომ, რომ უკვე შეგვეჩვივნენ. პირადად შემოდიან კონტაქტში და ხვდებიან, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და იცვლება მათი შეხედულებაც“

სოსო ქუმელაშვილი 4 წელი საჯარო სამსახურში მუშაობდა. ახლა უმუშევარია და მოლოდინი აქვს, რომ მისთვისაც მალე გამოჩნდება ისეთი სამსახური, სადაც თავს სრულფასოვნად და საჭიროდ იგრძნობს.

„2019 წლის სექტემბრიდან უმუშევარი ვარ. მერიაში ოფიციალურ შტატში ვმუშაობდი. შემდეგ კადრების ტესტირება გამოცხადდა. მე მოსამზადებელი დრო არ მქონდა, რაც ჩემს საგამოცდო ქულებზე აისახა. ამიტომ ოფიციალური შტატი დავკარგე და დროებითი ხელშეკრულებებით ვინარჩუნებდი სამსახურს. შემდეგ სპორტულ აიპ-ში გადამიყვანეს, მაგრამ ვერ დავდიოდი სამსახურში, რადგან სამუშაო გარემო შშმ პირებისათვის ადაპტირებული არ იყო. შენობას ძალიან ბევრი საფეხური აქვს. თვითონ სპორტსმენებსაც კი გაუჭირდებოდათ ყოველდღე ჩემი აყვანა და ჩამოყვანა. ნებისმიერ დამხმარეს გაუჭირდება ყოველდღე გადაადგილებაში დაეხმარო ეტლით მოსარგებლეს“.

მისთვის ყველაზე რთული მაინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები აღმოჩნდა, რადგან გარეთ ხშირად გამოსვლას ვერ ახერხებდა. ახლა აცრის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ვირუსისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

„პანდემიის პერიოდში, როდესაც სუპერმარკეტებში გრძელი რიგები იყო, სადაც 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაგეცვა, რიგს ხშირად მითმობდნენ, რაც არ მსიამოვნებდა, რადგან ამ დროს თავს სრულფასოვნად არ ვგრძნობ. შეზღუდვებს თავიდანვე ვემორჩილებოდი, თუმცა სახლში ჩაკეტვა რთულად გადავიტანეთ ეტლით მოსარგებლეებმა, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, წესებს უნდა დაემორჩილო. ბოლო ორი წელია კორონავირუსის გამო აქტივობებშიც აღარ ვარ ჩართული. ახლა ყველა შეხვედრა „ზუმის“ მეშვეობით იმართება, რასაც ვერ შევეგუე. ადამიანებთან პირადი კონტაქტი უფრო მიადვილდება“,- გვეუბნება სოსო და წუხს, რომ ამ დრომდე ასაცრელად რეგისტრაცია ვერ მოახერხა.

„ველოდები როდის დამარცხდება კოვიდ-19. სამომავლოდ სურვილი მაქვს, რომ ისევ დავუბრუნდე საჯარო საქმიანობას და თუ ისევ მომცემენ მუშაობის საშუალებას ნამდვილად მოხარული ვიქნები. არ მეზარება მუშაობა და არც რეჟიმში ყოფნა მიჭირს სამუშაო საათებში. კი მპირდებიან სამსახურს და მეც ველოდები, მაგრამ ჯერჯერობით ისევ უმუშევარი ვარ. სახელწიფო მხოლოდ ეტლით გვეხმარება. ბილისში არსებობს ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, რომელიც ჯანდაცვის სამინიტროსთან თანამშრომლობს და მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად გადმომეცა ეს ელექტრო ეტლი, რასაც 5 წელიწადში ერთხელ ცვლიან. პენსიაც, როგორც ყველას 250 ლარი მაქვს, თუმცა საკმარისი არ არის“,- სოსო ფიქრობს, რომ სახელმწიფომ შშმ პირების დასაქმებაზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტი უნდა იზრუნოს.



ფოტოზე: სოსო ქუმელაშვილი გორის ქუჩებში, ავტომანქანების სავალ ნაწილზე

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. მათ შორის, ნეგატიური შედეგები მოჰყვა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების შეჩერებას.
ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია მოცემული, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ეხება.

სახალხო დამცველი ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე აღნიშნავდა, რომ შექმნილმა ვითარებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მათი განვითარებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას, მათ შორის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფას, და ამ კუთხით სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, 2020 წლის მარტიდან შეჩერდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდება, მათ შორის, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“.

პროგრამის შეჩერების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საჭირო რეაბილიტაციისა და განვითარების სერვისის გარეშე დარჩნენ. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, სახლის პირობებში, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები ვერ ახერხებდნენ არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას. პანდემიის გახანგრძლივების ფონზე მკაფიოდ გამოიკვეთა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის გაგრძელების აუცილებლობა.

ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა მიუწვდომლობა საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების ცოდნის სიმწირე, რაც ბევრისთვის დისტანციური რეაბილიტაციის სერვისს მიუწვდომელს ხდიდა. ამასთან, სერვისის დისტანციურად მიწოდება ზოგ შემთხვევაში არაეფექტიანი იყო და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებს.

„რთული ქცევის, მენტალური ნიშნით შესაძლებლობის შეზღუდვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს დისტანციურ პროგრამაში ჩართვას. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი, თვეების განმავლობაში, აუცილებელი მომსახურების გარეშე დარჩა, რაც წლების განმავლობაში რეაბილიტაციის შედეგად მიღებული პროგრესის დაკარგვის რეალურ საფრთხეს წარმოქმნის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან განახლდა დღის ცენტრებში მომსახურების მიწოდება, თუმცა შშმ პირთა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის პარალელურად, გასათვალისწინებელია პრევენციის იმ ზომების დაცვის აუცილებლობაც, რომლებიც ეპიდსიტუაციის მართვის მიზნით, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე დაადგინეს. ეს საგრძნობლად ზრდის სერვისის მიწოდების ხარჯებს და ზოგჯერ არ იძლევა მათი სრულად დაცვის შესაძლებლობას.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.