Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია?'' - ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს.

თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია.

ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ.

ამ მიზნის მისაღწევად, რამოდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ.

უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე.

მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივცრეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს.

ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.

უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით.

ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად - და საბოლოოდ - მის დასასრულებლად.

წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ედიტორიალი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.