Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
საჩუქარი ამერიკის მთავრობისგან - „ფაიზერის” 500 000 დოზა საქართველოშია
კოვიდ-19-ის ვაქცინის, „ფაიზერის” 500 000 დოზა უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  24 ივლისს, 00:40 საათზე ჩამოიტანეს.

ეს არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.

ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა დაემატება იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევს საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად, მათ შორისაა:

- ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი.

- 26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებისთვის.
დახმარება რეაგენტებით ვირუსის ახალი შტამების დადგენა-მოკვლევისთვის.

- ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უზრუნველყოფს.

- ინტერნეტ კომუნიკაცია რეგიონებში ათასზე მეტი კლინიკისთვის, რომელიც სამედიცინო პერსონალის ტრენინგებსა და უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

- სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, ნიღბები, თერმომეტრები და სხვა მარაგები სკოლებისა და ბაღებისთვის.

„მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გარგლებში ქართველ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები საჩუქრად გადავცეთ”, – თქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გაწეულ ძალისხმევას პანდემიის დაწყების დღიდან უჭერს მხარს. ახლა ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ის, რასაც შეუძლია დაასრულოს გლობალური კრიზისი – უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა”, – განაცხადა მან.

შეერთებული შტატები ქვეყნის შიგნით კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელებასთან ერთად, პანდემიის დასრულებისთვის ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოს მასშტაბითაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები იქნება ვაქცინების არსენალი მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში პანდემიის დასაძლევად თავისი დემოკრატიის ძალას, ამერიკელი მეცნიერების ინოვაციურობასა და წარმოების შესაძლებლობებს იყენებს.

3 ივნისს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ გაუზიარებდა ვაქცინას პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, იმ ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკის ვაქცინის მარაგებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 80 მილიონი დოზის საჩუქრად გადაცემას გლობალური პანდემიის დასრულების მხარდასაჭერად.

ვაქცინა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთო გლობალური სტრატეგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინ მიუძღვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ეს მოიცავს გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სხვა სააგენტოების მეშვეობით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.