Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მოპედის მართვის მოწმობის აღება 2022 წლის მარტიდან სავალდებულო გახდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში წარადგინა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.

"კანონპროექტი გულისხმობს მოპედების რეგისტრაციას". – თქვა კანონპროექტის წარდგენის დროს ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.

"მოგეხსენებათ, მოპედის მართვისთვის სპეციალური მართვის მოწმობა საჭირო არაა. ნებისმიერ პირს შეუძლია, შეიძინოს მოპედი და მართოს. მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება, ჩაფხუტის ხმარებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული. თუმცა სხვა ტიპის რეგულაციები მოპედებზე არ გვხვდება. წარმოდგენილი კანონით, დირექტივის შესაბამისად ხდება ახალი კატეგორიის AM-ის დამატება. ამ კატეგორიაში გავა ყველა მოპედი, გარდა ამისა, ემატება A2 კატეგორია – საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები. დღეს ეს A კატეგორიაში გადის და დირექტივის მოთხოვნით ცალკე კატეგორია ემატება. მოპედების მართვის საშუალება ექნებათ მათ, ვისაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას. მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული შეღავათებიც იქნება. რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა 18 წლიდან იქნება შესაძლებელი". – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე, ალექსანდრე დარახველიძემ ახსენა, რომ მათ, ვისაც მართვის მოწმობა 18 წლამდე აქვთ აღებული, შეეძლებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა და მძღოლად ან კურიერად მუშაობა.

"18 წლამდე ასაკის პირებს დღეს მართვის მოწმობის აღების უფლება აქვთ, მაგრამ მათ ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. ეს შეზღუდვა წარმოდგენილი კანონპროექტით იხსნება და იმ პირებს, ვინც მართვის მოწმობა 18 წლამდე აიღეს, ექნებათ კურიერად თუ მძღოლად მუშაობის უფლება". – თქვა დარახველიძემ.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტმა 26 ივლისს პირველი მოსმენით განიხილა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.